ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ლევანის ძე დადიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულაში მდებარე 2050 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის რაიონში მდებარე 7 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორი იყო გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის სტატია, რომელშიც იგი ქართველებს ურჩევდა შეესწავლათ ძველი სომხური ენა, რათა ქართულ–სომხური ისტორიული წყაროები საფუძვლიანად ეკვლიათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საბერძნეთი და ევროპის ქვეყნები“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ორი ახალი წევრი ნაცვლად თ. გ. ციციშვილის და ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძისა, რომლებიც ტოვებდნენ კომისიას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ახალი წევრები ნაცვლად ი. ა. ანდრონიკოვის, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილის და გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილისა, რომლებიც ტოვებდნენ კომიტეტს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 4 მაისს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებს უნდა აერჩიათ ახალი წევრი ნაცვლად ივანე გიორგის ძე მაჩაბლისა, რომელიც საკუთარი წესით ტოვებდა კომიტეტის მმართველის თანამდებობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონი „სააღდგომო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „თეატრში“ სილოვან ხუნდაძის წერილის „გაზეთი „ივერია“ და მისი ენა“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქრისტე აღსდგა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფელეტონი „ძეგლი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა და რაფიელ ერისთავს საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად დაგეგმილ სალიტერატურო-სასიმღერო საღამოში მიეღოთ მონაწილეობა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ფინანსური მხარის გასაძლიერებლად მიიღეს დადგენილება სალიტერატურო-სასიმღერო საღამოს გამართვის თაობაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლადსტონის კანონპროექტის გამარჯვება“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ღარიბ წევრებს უფრო მეტი შესატანი დაუწესა, ვიდრე მდიდრებს და სწორედ ნაკლებშემოსავლიან ადამიანებს დააწვა მეტი პასუხისმგებლობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას სურდა შეძლებული წევრებისთვის ნაკლები თანხა გადაეხდევინებინა, ხოლო ნაკლებშემოსავლიანებისთვის კი – ბევრად მეტი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრამ სხვა მაზრებთან შედარებით სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის შექმნა დააგვიანა და ყველაზე ბოლოს დაასრულა ეს საქმე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, გურჯაანის კორესპონდენცია ატყობინებდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა და არასამართლიანად გაუნაწილა თავადაზნაურებს შესატანი თანხის რაოდენობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი ადამიანი გულგრილობას სმის, ქეიფის და უთავბოლოდ ფულის ხარჯვის დროს კი არ იჩენდა, არამედ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების და გადაწყვეტის დროს.