ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1883 წლის „ივერიის“ მე-10 ნომერში დაიბეჭდა თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანის წერილი „საქართველოს მხედრობაზედ“. ეს წერილი ფრანგულ ენაზე წიგნად გამოცემული 50 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიემ ფრანგულად თარგმნა თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანის წერილი „საქართველოს მხედრობაზედ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახასო სოფლის მიწები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ჩვეულებითი მართლიერება სვანეთში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის სტატია ქუთაისის შესახებ, რომელშიც აღწერილია ქალაქის გეოგრაფია და მცხოვრებთა სოციალური ყოფა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) საკვირაო სხარტულა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „მეცხვარე თრიალეთზედა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დადიანი საქართველოს სინოდის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ დადიანი ახლად დაარსებული გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 9 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „რუსეთის საზღვაო გზები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტის მდივან ლუკა ისარლიშვილს წერილობით სთხოვა, არ შეეფერხებინა „საგრამატიკო საკითხების პროგრამის“ ბეჭდვაზე ნებართვის გაცემა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და გლადსტონი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბალკანიის ნახევარკუნძული და ევროპის სახელმწიფოები“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1886

ტიპი: თანამდებობა

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ბაღდოევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ლისინოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დირექტორად დაინიშნა იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ილია დავითის ძე აბაშიძე.