ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51112

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „საქართველოში ქრისტიანობის შემოღების წყაროები“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე ეცნობოდა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „ქრისტინეს“. როცა კითხულობდა ეპიზოდს, ქრისტინე ბავშვს აკვანში რომ ტოვებს და თბილისში მიდის, კითხვა შეწყვიტა და თქვა, რომ ქართველი დედის ასეთი საქციელი არადამაჯერებელია.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილისა და თავისი ყრმობისდროინდელი მეგობრის, ივანე პოლტარაცკის ქალიშვილის, ნინოს ქორწილს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოაქვეყნა წერილი „რუსულქართული პარალელები პოეზიაში“, რომელშიც შემოთავაზებული იყო ილია ჭავჭავაძის „განდეგილისა“ და შილერის „ორლეანელი ქალწულის“, როგორც ორი რომანტიკული სიუჟეტის პარალელური ანალიზი ერთი ნიშნით – აუსრულებელი აღთქმა და ღვთიური მადლის დაკარგვა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს, როცა ივანე როსტომაშვილი ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მალორუსი ხანიჩკოვი.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-96 წლებში აბიათარ ანდრიას ძე იაკობაშვილი სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1900 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი გაზეთ „კვალის“ რედაქტორი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-98 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „კვალში“ დაიწყო მუშაობა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ილია ჭავჭავაძემ „ივერია“ დავით მიქელაძეს გადასცა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს „ივერიის“ ახალმა რედაქტორმა დავით მიქელაძემ ძველი თანამშრომლების დიდი ნაწილი, მათ შორის სოფრომ მგალობლიშვილი, სამსახურიდან გაუშვა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბარში ბესო მაისურაძის, ვანო იმედაშვილის, ლევან პოღოსოვის და ასოთამწყობ ვანო მჭედლიშვილის მეთაურობით სცენისმოყვარეთა ახალი ამხანაგობა შეიქმნა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ავლაბრის სცენისმოყვარეთა ამხანაგობა წარმოდგენებს მართავდა ბესო მაისურაძის, დარო ვართანოვისა და გიორგი ჩიქოვანის სახლებში, ასევე ხანდახან ავლაბრის ქალთა სკოლის დარბაზსა და თბილისის პოლკის ყაზარმაში.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1905 წლებში ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილის პირველი ლექსი „გუბე“.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის ლექსი „ცრემლები“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი, მარიამ გაგუა ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი უკვე ცნობილი მწერალი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლისას იაკობ ფანცხავამ სადისერტაციო ნაშრომი დაწერა ფიზიოლოგიაში.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის დარგში დაწერილი სადისერტაციო ნაშრომი უნივერსიტეტის პროფესორმა უმაღლესი ქულით, ხუთიანით შეაფასა.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს ოდესაში სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, იაკობ ფანცხავამ მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ასისტენტად დარჩენა შესთავაზეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-94 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი სასწავლებელში მუშაობისას იაკობ ფანცხავას ხელფასის გადახდის პარალელურად ბინის ქირას, ავეჯის შეძენასა და კვების ხარჯებს უფინანსებდა.