ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50627

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 20 მაისიდან გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა მაქსიმე შარაძეს დაავალეს. სტამბა ილია ჭავჭავაძის სახლის სარდაფში იყო მოწყობილი.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე ხელახლა აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველის თანამდებობაზე.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა უარი თქვა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 16 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრებას.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 მაისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 1-ლ მაისს, ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რაფიელ ერისთავისთვის საზოგადოებისთვის დაპირებული ბიბლიოთეკის გადაცემა უნდა ეთხოვა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ალექსანდრე ხახანაშვილისთვის ეთხოვათ მოსკოვის საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებთან შუამდგომლობა, რათა მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის თავიანთი გამოცემები უსასყიდლოდ გადაეცათ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ნიკოლოზ ზიოროვს ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ მიწოდებისთვის.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 12 აპრილს წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც“ მთავარი როლი მსახიობმა ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის აპრილში თევდორე კიკვაძის ინიციატივით მაკვანეთის სკოლის გასახსნელად სასკოლო შენობა და ყველანაირი სასკოლო ინვენტარი იყო მზად.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ ნოვოროსიის სტუდენტების მიერ შემოწირული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მიხეილ ყიფიანი“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 მარტს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბმა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოწირულება გაუგზავნა.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 7 მარტს ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე გარდაიცვალა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს ვლადიკავკაზში გაუგზავნა წერილი ყაზბეგში სკოლის გახსნის თაობაზე.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასაწყისი სამთა კავშირის დასასრულისა“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 12 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილმა დააბრუნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაღებული წიგნები, მათ შორის ალექსანდრე ყაზბეგის კუთვნილი „სახარება“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გაბრიელ ეპისკოპოსს წერილობით შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების დადგენილება მწიგნობრობის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მისი საპატიო წევრად არჩევის შესახებ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ახალი ამბების რუბრიკით დაიბეჭდა ცნობა  ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 30 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.