ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წერილობით მიმართა გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის მემკვიდრეებს, რომ ნება დაერთოთ საზოგადოებისთვის გამოეცათ ამ პოეტთა თხზულებები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 14 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი „Новое Обозрение“-ს“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას სთხოვდა, რომ ხელნაწერი „ბარამიანი“ დაებრუნებინა მფლობელ დავით ამირიძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე დავითის ძე ორბელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისს მასწავლებელმა პეტრე მესხმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მოსწავლეთათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 7 ცალი „ბუნების კარი“ მიიღო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს ქუთაისში თავისი ნაკვეთი სურდა თეატრის მოსაწყობად გამოეყენებინა, რაც შესთავაზა ქალაქის გამგეობას, თუმცა უარი მიიღო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისში ფლობდა ნაკვეთს, რომელსაც ყოველწლიურად 100 მანეთად ქირაობდნენ პირუტყვის დასაკლავად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძეს სურდა ქუთაისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობის აღება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვის ფელეტონის „შარდენი საქართველოში-ის“ I და II ნაწილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პრინცების განდევნის საქმე“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი იყო დეკანოზი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ფოთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი დარუბანდში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალ საქმისმწარმოებლად აირჩიეს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად დანიშნეს ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თიანეთში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეხმარებოდა უხვი შემოწირულობით.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ზაქარიას ძე დიდებულიძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლი 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი იყო პროფესორი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა“.