ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48853

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დავით გრიგოლის ძე ერისთავს გადასახდელი ჰქონდა 3610 მანეთი და 1 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანს გადასახდელი ჰქონდა 6602 მანეთი და 29 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში პავლე და ლევან ალექსანდრეს ძე თუმანოვებს გადასახდელი ჰქონდათ 27064 მანეთი და 81 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ოლღა იოსების ასულ მიქელაძეს გადასახდელი ჰქონდა 1427 მანეთი და 24 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბესარიონ მიზარბეგის ძე მდივანს გადასახდელი ჰქონდა 2147 მანეთი და 13 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ბარბარე სოლომონის ასულ ნაკაშიძეს გადასახდელი ჰქონდა 25 211 მანეთი და 18 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელს გადასახდელი ჰქონდა 4757 მანეთი და 22 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებს და ვასილ სიმონის ძე წერეთელს გადასახდელი ჰქონდათ 2217 მანეთი და 56 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მიხეილ ერასტოს ძე დარახველიძეს გადასახდელი ჰქონდა 3975 მანეთი და 21 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 15 ნოემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ქართულმა ხორომ იოსებ ივანეს ძე რატილის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა. საზოგადოებამ ძალიან ისიამოვნა სხვადასხვა სიმღერებით, განსაკუთრებით მოეწონათ „მუმლი და მუხასა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ წევრად აირჩია და გამოუგზავნა ნაშრომი „Древности“, რომლის მე-11 ტომში ქართული ენქერი იყო აღწერილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 ნოემბერს სოფელ ზანის სკოლის მასწავლებელმა ანტონ დ. პაპასკირმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართული ჭიდაობიდან შემოსული თანხიდან 18 მანეთი გაუგზავნეს სტუდენტს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში გაიმართა ჭიდაობა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტის ჯინორიძის დასახმარებლად.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართულ ჭიდაობაზე გამარჯვებულს 18 მანეთი გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის თამაში სპექტაკლებში „ჟან-ბოდრსა“ და „შეშლილში“ განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სათეატრო კომიტეტი ზამთრის სეზონზე წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ქუთაისიდან კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხის მოწვევას გეგმავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ თონეთის მაზრის უფროსს, ლევან ჯანდიერს ფასანაურის ფოსტიდან გაქცეული პატიმრების სწრაფად შეპყრობისთვის მადლობა გადაუხადა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავის ფსევდონიმი ტყვიაველი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ნიჟარაძის ფსევდონიმი იყო თავისუფალი სვანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ იაკობის ძე ცერცვაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დავალიანება ჰქონდა 1698 მანეთი და 55 კაპიკი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ოთხი დღე“.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული არტისტი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი დავით მერაბის ძე გამყრელიძე როლის შესრულებისას ცდილობდა სხვას დამსგავსებოდა და არა საკუთარ თავს. ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მას თავისი ნიჭით შეეძლო თავად გამხდარიყო მისაბაძი მსაახიობი. იგი ნიჭს სათავისოდ არ იყენებდა.