რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მომავალი წლისთვის უნდა დაბეჭდილიყო საზოგადოების დავთარი შედარებით პატარა ზომის და იმავდროულად, აუცილებელი რუბრიკების დამატებით, რომელიც მან უკვე შეადგინა და საზოგადოების ხაზინადარ პავლე ყიფიანის მოწონებაც დაიმსახურა. დავთრის დაბეჭდვის თაობაზე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს თანხმობა განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტს ახალი ინსტრუქციის თანახმად, ესაჭიროებოდა განახლება. გამგეობამ განაცხადა, რომ ქუთაისის სამზრუნველოს უნდა ჩაეტარებინა კრება და მოლაპარაკებების შემდეგ, ეცნობებინა საზოგადოებისთვის, ისურვებდნენ თუ არა მოქმედი წევრები დარჩენილიყვნენ მომავალშიც წევრებად, ხოლო თუ რომელიმე წევრი უარს იტყოდა საქმიანობის გაგრძელებაზე, მაშინ სამზრუნველოს გამგეობისთვის ამოსარჩევად ახალი კანდიდატები უნდა დაესახელებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა წაიკითხა მოხსენება საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბათუმის სკოლის მასწავლებელთა შტატების შესახებ მოხსენება გააკეთა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ სამეურნეო საურთიერთო საზოგადოებაში შეტანილ 3000 მანეთს 1 წლის ვადა შეუსრულდა, გამგეობამ კი დაადგინა, რომ ეს ფული საზოგადოებაში ხელახლა უნდა შეეტანათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ახალი ინსტრუქციის წესით სკოლის სამეურნეო საქმის წარმოება დაეწყოთ 1898 წლის 1-ლი იანვრიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა და ასევე მოითხოვა, რომ 1897 წლის ბოლოს სკოლის სამზრუნველოსთვის წარედგინათ წლიური ანგარიში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე ჟურნალ „მოამბის“ გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ გამგეობას რედაქციისთვის ისტორიული ხელნაწერებისა და გუჯრების ბეჭდვისთვის ყოველწლიურად დაპირებული 20 თუმანი უნდა გადაეცა. ალ. ჯაბადართან მოლაპარაკების გამართვა გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ივანე გიორგის ძე აბაშიძემ, რომ სახლში წასაღებად ეთხოვებინათ ქართული ჟურნალ-გაზეთების ნომრები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი იოსელიანის „ვეფხისტყაოსნის“ დასასურათებლად უნდა გამოეყენებინათ კონსტანტინე თავართქილაძის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ სურათების კლიშეები, რომლებიც უკვე გადმოეცა გამგეობას. გამგეობამ დაადგინა, რომ დაებეჭდათ „ვეფხისტყაოსნის“ 1200 ეგზემპლარი ამ კლიშეებით.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ახლად დაბეჭდილი წიგნების გამოსაცემად გამგეობამ დახარჯა 657.88 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში გადაეცა 178 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 116 მან., დიასამიძეს – 21 მან. და ასევე გადაიხადეს სხვა წვრილმანი გადასახადები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. დავით კარიჭაშვილმა სხდომას მოახსენა, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკა ანასტასია წერეთლისამ გადაიტანა ავლაბარში, რაზედაც ესაჭიროებოდათ გუბერნატორის ნებართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ ნებართვა სთხოვა გუბერნატორს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ოლღა მირზაშვილმა, რომ მოპარეს ყულაბა, რომელიც მიღებული ჰქონდა ქალთა კომიტეტისგან საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად, ამიტომ ესაჭიროებოდა ახალი ყულაბა, თუმცა გამგეობამ მას ახალი ყულაბის გადაცემაზე უარი განუცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ანასტასია წერეთელმა, რომ ქალთა წრეს, რომელმაც ითავა მომავალ ზაფხულს ბაზრის გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ, ესაჭიროებოდათ 20 თუმანი მასალის შესაძენად. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის გადაეცათ 20 თუმანი.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ფულის საანგარიშოდ ხაზინადარს უნდა ჰქონდეს ზონარგავლებული, გადანომრილი და თავმჯდომარის ხელმოწერით დამტკიცებული სამი წიგნი: საკვიტანციო, შემოსავლის და გასავლისა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საერთო ყრილობის სხდომაზე თავმჯდომარემ საზოგადოების წევრებს უნდა აუხსნას წესები, მოახსენოს განსახილველი საკითხები და რიგრიგობით მისცეს საუბრის უფლება. გამომსვლელი ფეხზე უნდა იდგეს.
1881
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ამირიძესა და გრიგოლ ჩარკვიანს კედლის კალენდარზე მუშაობისთვის 177.10 მანეთი გადაუხადეს.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომას შეიძლება გარეშე პირებიც დაესწრონ, მაგრამ საუბრის უფლება არ აქვთ და თუ თავმჯდომარე დაითხოვს, სხდომა უნდა დატოვონ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ნათაძეს წიგნების თანხა 4.80 მანეთი გადაუხადა.