ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს საქართველოში დაბრუნებულ თედო სახოკიას ეგონა, რომ სხვებზე მეტად იცოდა ქართული ენა, თუმცა ქართლში ყოფნამ და ქართლელებთან ურთიერთობამ იგი დაარწმუნა, რომ კიდევ ბევრი შრომა სჭირდებოდა ამ მიმართულებით

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თედო სახოკია ერთი წელი მასწავლებლად მუშაობდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გამოქვეყნებულ ვასილ კოპტონაშვილის ნაწარმოებში „აღდგომა დღეს“ მოთხრობილია აღდგომა დღეს წითელი კვერცხების გატეხვისათვის კაცის მოკვლის ამბავი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-90 წლებიდან თევდორე კიკვაძე ეცნობოდა მარქსის მოძღვრებას სხვა ავტორთა წიგნების მეშვეობით.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს თადა აშორდიას მიერ შექმნილი მეგრული ანბანით დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები სამეგრელოს სამღვდელოებამ უარყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს ა. ზ. ბარნოვმა და ზ. ჩხიკვაძემ თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს წინამძღვრიანთკარის სკოლის მზრუნველის თხოვნა, რომ ერთი მასწავლებლისთვის წლის ხელფასი, 360 მანეთი მიეცათ. კრებამ საკითხის გადაწყვეტა გამგეობას მიანდო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს მომავალი ქალთა ქართული სკოლის კომიტეტის თხოვნა. კომიტეტი საზოგადოებას ორ მომგებიან ბილეთს სთხოვდა. კრებამ დაადგინა ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნების გამოცემის საკითხი. საზოგადოებას 20000 „დედა ენა“ უნდა დაებეჭდა, თუმცა უსახსრობის გამო 12000 „დედა ენა“ და 6000 „ბუნების-კარი“ გამოიცა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იმის გასარკვევად მასწავლებლები ყოველდღე დადიოდნენ თუ არა სკოლაში და რამდენად გულმოდგინედ ასწავლიდნენ, გამგეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ყველა განყოფილების მასწავლებლისთვის დაევალებინათ ყოველ ორ თვეში ერთხელ მოსწავლეთა რვეულები გამოეგზავნათ და გამგეობისთვის წარედგინათ. რვეულების შემოწმების შედეგად გაირკვეოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს რევიზორების საკითხი. გამგეობის აზრით, მათ ცნობები სკოლების შესახებ უფრო დაწვრილებით უნდა წარმოედგინათ. გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ სკოლებს ერთი გამგეობის წევრი დაათვალიერებდა, თუმცა წევრთა ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების კურსდამთავრებულთა ცნობების არქონის საკითხი. გამგეობამ კრებას მოახსენა, რომ კრების გადავადების გამო ცნობების შეგროვება ვერ მოესწრო. ასევე განიხილეს სკოლების გახსნის დამაბრკოლებელი მიზეზი. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება ხელმეორედ, 6 დეკემბერს დაინიშნა. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: საზოგადოების გამგეობის სამოქმედო ანგარიში 1888 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე; 1888-1889 წლების სავარაუდო ხარჯთ-აღრიცხვა და ახალი წევრების არჩევის საკითხი. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 დეკემბერს 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიხსნა. კრებაზე განიხილეს მოსწავლეების საკითხი. აღმოჩნდა, რომ ისინი სკოლაში ოთხი წელი არ სწავლობდნენ. საზოგადოების წევრთა აზრით, გამგეობა ამ საკითხის მოსაგვარებლად ვერაფერს გააკეთებდა, გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს მშობლებისთვის განემარტათ შვილები სკოლაში ოთხი წელი ეტარებინათ. კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი), პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი, რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის დეკემბერში მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა ნიცაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელმა ივანე ბედელაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელმაც კავკავის სკოლის მოსწავლები (24 ბიჭი) თავისი ხარჯით სამხეცეში წაიყვანა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი (უმწიფარიძე), დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, სტეფანე თევდორეს ძე ჭრელაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, იაკობ სვიმონის ძე გოგებაშვილი.

პირები
წყარო

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 12 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გამგეობას სოფ. რეხაში (ბორჩალოს მაზრა) სკოლის გახსნა შესთავაზა. იქ მცხოვრები ქართველები თათრების გარემოცვაში იყვნენ, მათ არამცთუ ენა, თითქმის სარწმუნოებაც დაკარგული ჰქონდათ. კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება უფრო მივარდნილ ადგილებში გახსნიდა სკოლებს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 1-ელი ნოემბრიდან სამეგრელოს საქალაქო სასწავლებლის პედაგოგი ავთანდილ იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან მიიწვიეს მელიტონ კაციას ძე დადიანი და მისი ქალიშვილი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.