ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს დავით კარიჭაშვილმა და სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება საზოგადოების მაღაზიის აგენტებისა და მევალეების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო ტიმოთეს ძე სახოკიას მოხსენება ეთნოგრაფიული წიგნების შეგროვების შესახებ. გამგეობამ მას ნივთების შესაძენად 6 თუმანი მისცა და ხელნაწერებზე ყურადღების მიქცევა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრების დადგენილებით, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმის განხორციელების შესახებ სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილს უნდა მოლაპარაკებოდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 128.80 მანეთი გადაუხადეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს, ქალთა უმაღლესი კურსების დამაარსებლებისთვის კურსების გახსნა მიელოცა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმების მიხედვით, საზოგადოებამ გიორგი ქართველიშვილის სამგლოვიარო გვირგვინში 9.70 მანეთი გადაიხადა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს საზოგადოების ბიბლიოთეკისათვის ბინის შეძენა დაევალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აგვისტოს განათლების საზოგადოების გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანა (ოლღა) სოლოღაშვილისთვის ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 10 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სახლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება სთხოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრებისა და არქიტექტორების სხდომის პროტოკოლი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა საისტორიო-საარქეოლოგო სექციისთვის გადაეცათ ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმა, რომელიც სვიმონ კლდიაშვილმა შეადგინა. მას ერთ კვირაში უნდა წარედგინა მოხსენება ამ გეგმის განხორციელების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 იანვარს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „ბატონყმობის გაუქმების“ 250 ცალი ეგზემპლარის შესყიდვა სთხოვა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 22 მარტს თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილების აღზრდისათვის შემწეობას სთხოვს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება გომარეთის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლაში ახალი მასწავლებელი უნდა მიეწვიათ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს სთხოვა, გადაეხადათ ექვთიმე თაყაიშვილის გზის ხარჯი – 32 მანეთი, რაც მას ქუთაისისა და სენაკის სკოლებში (რევიზიის ჩასატარებლად) ჩასასვლელად დასჭირდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.