რეგისტრირებული ფაქტები49944
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ეკატერინე გაბაშვილის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაარსებულიყო წრე, რომელშიც იქნებოდა გამგეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 21 იანვარს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი- გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საპატიო წევრად აირჩიეს.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება მარიამ დემურიას გარდაცვალების შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბაქოს სატუსაღოს პატიმრების თხოვნა მათთვის აკაკი წერეთლის ლექსების გაგზავნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ათ გამოცემას გაუგზავნიდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ნიკო მარისთვის გაეგზავნათ პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონი და მის შესახებ აზრის გამოთქმა ეთხოვათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველების თხოვნა ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ანა დავრიშევის დახმარების შესახებ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლავრენტი აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 იანვარს იპოლიტე ვართაგავა, იუსტინე აბულაძე და მოსე ჯანაშვილი აირჩიეს გრიგოლ დადიანის პრემიის საფილოლოგო კომისიის წევრებად. მათ უნდა განეხილათ პეტრე ჭარაიას წარდგენილი ქართულ-მეგრული ლექსიკონი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მარტში ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორასის ნაცვლად ოთხასი მანეთის კრედიტი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ სეირნობის გამართვის შესახებ მოხსენება გააკეთა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ 7 თებერვალს დიდუბეში საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნა და კურთხევა იყო დანიშნული.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს არსენ სიმონის ძე წითლიძე მუშაობდა მასწავლებლად ძველი სენაკის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილსა და ნიკოლოზ ცხვედაძეს ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულის წინასიტყვაობის განხილვა დაევალათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენების საფუძველზე დაადგინა, ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილების – დავით და ვასილ როინაშვილებისთვის სათავადაზნაურო სკოლის გადასახადისთვის ათი თვის განმავლობაში 10-10 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ძმებ კ. და ს. თავართქილაძეების თხოვნა სამასი მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დაევალა, ცნობაში მიეთითებინა საზოგადოების ანგარიში თავართქილაძეებთან დაკავშირებით.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების აგვისტოს შემოსავალ-გასავალი. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 39. 69 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით კარიჭაშვილს დიდუბის ეკლესიისთვის გადასაცემად მისცეს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის წირვის სანთლების თანხა – 8. 15 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 104. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.