რეგისტრირებული ფაქტები51112
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულის დემურია-ივანიშვილის თხოვნა პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებული სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკაში ერთი თუმნის ღირებულების წიგნები უნდა გაეგზავნათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს პედაგოგიურმა საბჭომ მოიწონა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის იდეა მეექვსე გაკვეთილის გამოყენების შესახებ. ეს დრო ინსპექტორსა და მასწავლებლებს სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის უნდა დაეთმოთ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანსაცმლის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის მარტში ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თუ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლში ცვლილების შეტანას გადაწყვეტდნენ, ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდებოდა (თუმცა პროტოკოლი 1890 წლის მაისამდე უნდა განეხილათ).
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილის, ივანე დავითის ძე მეტრეველის, თერაპიონ არჩილის ძე მანჯავიძის, დავით პეტრეს ძე ნაზემაცოვის, გიორგი ნიორაძის, ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილის, გიორგი იოსების ძე სიდამონოვ-ერისთავის, ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის, ელიზბარ ანდრიას ძე შურღაიასა და ბესარიონ დიმიტრის ძე შარაშენიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ცქიტიშვილის, მარიამ ჯავროვის, ზურაბ იოსების ძე ბაქრაძის, შალვა სილოვანის ძე გოგორიშვილის, ივანე აბრამის ძე ნასიძის, ტერენტი ეფრემის ძე ტყემალაძის, დავით ილარიონის ძე კასრაძის, ერმილე ვაჩაძის, კონდრატე თათარაშვილისა და მ. ხუხუნაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი ლაზარე შურღაიას თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაზარე შურღაიას თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პროტოკოლი ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულების ლიკვიდაციის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ გიორგი უთურაშვილის სხვა უწყებაში გადასვლის საკითხი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო ხელთუბნის სკოლის რევიზია.