ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 სექტემბერს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კანონების გადამსინჯველი კომისიის სხდომა, რომელზეც მიიღეს კანონპროექტი დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 სექტემბერს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ხელაძე, დობორჯგინიძე, ჩხენკელი და ბერეჟიანი, დაათვალიერა სასურსათო სამინისტროს საწყობი, წისქვილები და ფურნეები უხარისხო პურის გამოცხობის მიზეზების გასარკვევად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაცია მიუღებლად თვლიდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ამიერკავკასიასთან მიმართებაში. მოითხოვდა ოფიციალურად განსაზღვრულიყო მმართველობის ფორმა, ამიერკავკასიის ტერიტორია, სახელმწიფო ენა და რელიგია; გარდა ამისა, ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო ამიერკავკასიის ხელისუფლების პოზიცია ოტომანთა იმპერიისადმი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ნოემბერს ინგლისელი ნაღმოსნები ჩავიდნენ ქალაქ ფოთში, სადაც მათ შეეგება პოლკოვნიკი ჩხეიძე, რომელმაც აღნიშნა,რომ ინგლისი ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობას. თავის მხრივ ნაღმოსანთა ესკადრის უფროსმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, წესიერება აღადგინონ იქ, სადაც დარღვეულია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს ოტომანთა ხელისუფლებამ ამიერკავკასიაში სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ შეიტყო და გამოთქვა სურვილი კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს სოხუმში ინგლისელი ნაღმოსნები ჩავიდნენ, რომელთაც ადგილზე შრომის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ისიდორე რამიშვილი დახვდნენ. ქართული ჯარის სახელით მათ გენერალი ტარას ვაშაკიძე მიესალმათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ მიუთითა ამიერკავკასიის დელეგაციას, რომ 23 იანვრის ტელეგრამით ბრესტის კონფერენციაზე წარმომადგენლების გაგზავნის თაობაზე უარის თქმით იგი წარმოჩნდა როგორც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბერს ქრისტოფორე რაჭველიშვილმა გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა სტატია სომხების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს, როგორ მტრულად არის განწყობილი სომხეთი დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მესამე სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ წარადგინა ახალი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება მესამეს არ უნდა ეხებოდეს. ამასთან მოუწოდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას, რათა მიეღო ზომები სხვა სახელმწიფოთა მიერ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" მსახიობთა კავშირის საბჭოს დირექცია აქვეყნებს განცხადებას, რომ ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის წარმოდგენები გაიმართება სახელმწიფო თეატრში ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამდა ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს ურჩია, სიო ჭანტურიშვილისთვის წერილი გაეგზავნა და გიგოს საკუთრებისთვის თავის განებება ეთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის პირველ ოფიციალურ სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ დაადასტურა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან და მოითხოვა, მიეწოდოთ „ზუსტი განცხადება რესპუბლიკის არსის, ფორმის და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ორგანიზების შესახებ“. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სიო ჭანტურიშვილმა და შალვა ჭაჭუამ ვლადიმერ გიორგაძეს დაავალეს გიგო შარაშიძისთვის მიეწერა, რომ თუ გიგო რაიმე საბუთს წარმოადგენდა, ბახვის სახლის აღების ნებას მისცემდნენ, მიწას კი მაინც არ დაუთმობდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ვლადიმერ გიორგაძემ სიო ჭანტურიშვილსა და შალვა ჭაჭუას განუცხადა, რომ ჯერ არ იყო დადგენილი გიგო შარაშიძის სახლი გადაეცემოდა თუ არა ერობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს, ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციამ მოხსნა თავისი წინადადება მორიგეობითი თავმჯდომარეობის შესახებ, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 აგვისტოს გიგო შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლე ვლადიმერ გიორგაძემ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ერობის გამგეობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი და გამგეობი წევრი შალვა ჭაჭუა აპირებდნენ გიგოს ბახვის სახლის მისაკუთრებას ერობისთვის გადასაცემად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის დელეგაციების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, დელეგაცია კრეისერიდან გადაიყვანეს მათთვის მომზადებულ შენობაში, ხოლო დაცვა გემზე დატოვეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიგო შარაშიძემ არნოლდ ჩიქობავას მისწერა, რომ გურული ლექსიკონის გაურკვეველი მასალა მისთვის გაეგზავნა და ის მოაწესრიგებდა.

1930

ტიპი: ავტორობა

82 წლის გიგო შარაშიძემ არნოლდ ჩიქობავასთვის გასაგზავნი წერილი დაწერა, სადაც გურული ლექსიკონის გამოსვლაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდიდა. საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად მისი არჩევა კი ნაადრევად მიაჩნდა და უარს აცხადებდა, რადგან მის შრომას ჯერ არავინ იცნობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 27 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან ბათუმში დაბრუნებას აპირებდა, სადაც კონსტანტინოპოლიდან წარგზავნილ თურქულ დელეგაციას დაელოდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ მეშვეობით მამა, დეკანოზი ანტონი და დედა მარიამი იუწყებიან, რომ 26 სექტემბერს ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.