ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის პუბლიკაცია „ქართველი ხალხის მწერლობა და განათლება“, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემით, „წმინდა ნინოს ცხოვრება“ მღვდელმა აბიათარმა და სალომე უჯარმელმა დაწერეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „პოლიტიკის მიმოხილვა“ დაიბეჭდა სტატია ევროპის პოლიტიკური მდგომარების შესახებ, რომლიდანაც ვგებულობთ, რომ გერმანიამ, ავსტრო-უნგრეთმა და იტალიამ „ბისმარკის ოსტატობით“ საფრანგეთის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს (საფრანგეთის მოკავშირედ რუსეთი მოიაზრებოდა).

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია „ძნელი საქმე“ (ავტორი „მაღაროელი გლეხი“), რომელშიც ავტორი პედაგოგის რთულ პროფესიას აღწერდა. ის წერდა, რომ „პედაგოგს გარდა პროფესიონალიზმისა მაღალი მორალური სიმტკიცეც მოეთხოვება.“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ავტორი სიხარულით აღნიშნავდა, რომ წმინდა სინოდის განკარგულებით სასულიერო სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულოდ შემოიღეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილმა სამეურნეო სკოლა დააარსა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 9; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარში ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებული სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში ილია ჭავჭავაძემ ცოდნის უპირატესობაზე ისაუბრა: „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რაც არ უნდა ბევრს გაუნაწილო, შენ არა მოგაკლდება რა.“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N9; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია „ხილად“ (ა. ნანეიშვილის მსჯელობა და რჩევა ქართული ენის შესახებ), რომელშიც გაკრიტიკებულია ჟურნალ „დროებაში“ (N201-202) გამოქვეყნებული წერილი „ლიტერატურული შენიშვნები“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ალექსანდრე ნანეიშვილის წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობაში მომხდარი განხეთქილების შესახებ კოტე ყიფიანის განმარტებითი წერილი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თონეთის სკოლას „დედა ენა“ და სასკოლო ნივთები გაუგზავნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, პეტრე უმიკაშვილს ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ შემოწმება დაავალეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ბათუმის მაზრის გუბერნატორ ალექსი სმეკალოვისა და გიორგი თუმანიშვილის წერილები სასკოლო მიწის შესახებ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს სასკოლო ინვენტარი და მოთხოვნილი თანხა გაუგზავნეს.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სალომე მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, წინარეხის სკოლის მზრუნველ ნიკო ცხვედაძისთვის სკოლის შენობის გადასაკეთებლად თანხა გაეგზავნათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მიერ სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა პრესაში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის კომერციულ ბანკს საქმიანი წერილით მიმართა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ალექსი კვალიაშვილმა „ივერიის“ მეხუთე-მეექვსე ნომერში საბანკო საკითხების შესახებ ილია ჭავჭავაძის მიერ გამოქვეყნებული „შინაური მიმოხილვის“ კრიტიკულ ანალიზი გამოაქვეყნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 4 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე სოფელ წინამღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნას დაესწრო.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“, გაზეთ „ივერიის“ მეხუთე და მეექვსე ნომრების შესახებ ნიკო ხიზანიშვილის ლიტერატურული მიმოხილვა დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის სექტემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის პირველ სექტემბერს მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორმა, ნიკოლოზ ლიხაჩოვმა ვასილ კოპტონაშვილი თიანეთის მაზრის ტოლათსოფლის (ამტნისხევის) სკოლის მასწავლებლად დანიშნა ვაჟა-ფშაველას ნაცვლად.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 24 აგვისტოს იონა მეუნარგია ილია ჭავჭავაძესთან საგურამოში სტუმრად იმყოფებოდა, მას ილიამ „ილიადა“ წაუკითხა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ მისწერა ბესარიონ ჭილაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიშნავდა მასწავლებლად სოფელ დიდ თონეთში.