ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ლუარასაბ ხელაძე სოფელი ძულუხიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში მიიღეს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად მიიწვიეს.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა კიევის აკადემია დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებელი მასწავლებლის წოდებით დაამთავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (შემდგომში ქართული გიმნაზია) ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა დაიბარა და ამ სკოლაში მასწავლებლობა შესთავაზა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკო ცხვედაძე იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგეობის წევრი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკო ლომოური იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი გახდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ნიკო ლომოურმა ალექსი მირიანაშვილს სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლობა შესთავაზა. საპასუხოდ ალექსი მირიანაშვილმა ლომოურს აცნობა, რომ იგი, როგორც სახელმწიფო ხარჯზე აღზრდილი, ვალდებული იყო სახელმწიფო სამსახურში ემსახურა და საჭირო იყო მისი განთავისუფლება ამ სავალდებულო სამსახურისგან საოლქო მზრუნველის წინაშე შუამდგომლობით.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს იაკობ გოგებაშვილი იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგეობის წევრი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა სკოლის გამგეობის წევრების იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის დახმარებით იშუამდგომლა საოლქო მზრუნველთან ალექსი მირიანაშვილის სავალდებულო სახელმწიფო სამსახურისგან განთავისუფლების თაობაზე.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1883 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1881

ტიპი: თანამდებობა

ალექსი მირიანაშვილის მტკიცებით 1881-1883 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის პერიოდი იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881-1886 წლებში გრიგოლ აბაშიძე ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881-1886 წლებში გრიგოლ აბაშიძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის გაზეთ „ივერიის“ №51-67-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მორიგი კურსი დაამთავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა დაიწყო გაზეთ „დროებაში“ ლიტერატურული ხასიათის წერილების ბეჭდვა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს თეოფილე ხუსკივაძემ ზესტაფონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.