რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ლევან ნათაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ასაღორძინებლად საჭირო იყო სასოფლო-სამეურნეო სკოლების არსებობა. ივანე ლორთქიფანიძემ ნათაძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სასოფლო მეურნეობის საშუალო და დაბალი განათლების ორგანიზაციის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად აღიარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნ. იმნაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი დაჭრილთა და დასახიჩრებულთა ოჯახებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების უზრუნველყოფისათვის 5 000 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს რეგისტრატორის თანამდებობას იკავებდა პელაგია ბერეჟიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დავით ჯორჯაძე საქართველოს განათლების სამინისტროში ხუროთმოძღვრის თანამდებობას იკავებდა.
1920
1920 წლის 11 ივლისის „ერთობაში“ საქართველოს სოც.-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრ. კომიტეტი იუწყება ძველი პარტ. მუშაკის, დამფუძნ. წევრის, ლავროსი კიღურაძის უდროოდ გარდაცვალებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრს ეწვია საქართველოს კოოპერატივთა ყრილობის თავმჯდომარე სვიმონ მაჭავარიანი, რომელიც ესაუბრა კოოპერატიული ბანკის დაარსების აუცილებლობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს წარმომადგენელის განცხადება ახალციხის გამგეობის საყურადღებოდ, რომ მოქალაქეები ილია ხარეიშვილი (იგივე ხარამ დავიდაშვილი) და იოსებ აბრამის ძე ნოდიაშვილი ბაქოში არ იმყოფებოდნენ. კონსტანტინე ტერ-აბრამოვი კი დაპატიმრებული არ ყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ექიმმა კონსტანტინე ტყეშელაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ განაახლა ავადმყოფების მიღება ყოველდღე, საღამოს 6-დან 8 საათამდე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისისა და მისი გუბერნიის საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურეთა პროფ. კავშირის საბუღალტერო კურსების გამგედ მირიან თეიმურაზის ძე ბასილია მიიწვიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
სოც.ფედერალისტთა პარტიის წვერი არყალელი გადმოგვცემს ინფორმაციას თუ როგორ არასამართლიანად ჩატარდა არჩევნები დუშეთში.
1920
ტიპი: ავტორობა
„ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში, ბატალიონის უფროს გ. ედიშერაშვილის ხელმოწერით, ნათქვამია, რომ 1920 წლის 1-8-9 ივნისს სოფ. ჯავაში ტყვედ ჩავარდნილები მადლობას უხდიან ვლადიკავკაზელ ქართველებს და ეროვნულ საბჭოს დახმარებისთვის, კერძოდ, საქართველოს რესპ. კონსულის დროებით მოადგილე მღ. ნათაძეს, ეროვნული საბჭოს წევრებს – ალექსანდრე ავსაჯანოვს, მოქ. ბურდულს, დათიკო ჯავახიშვილს, ზალიკა მჭედლიშვილს, ალექსანდრე მაისურაძეს, მოქალაქეებს ფაციაშვილსა და ლაფაჩს, აგრეთვე საქართველოს, რომელმაც დარიალის ხეობაში თავისი წარმომადგენლები – აბესაძე და ლეიტენანტი ქუთათელაძე გაუგზავნა, და ფერშლებს – სოფიო კაჩაურსა და ცხაკაიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ქრისტეფორე რაჭველიშვილი საქართველოს მოსახლეობას ულოცავს დამოუკიდებლობის 6 თვის თავს და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ყველამ ერთად, დიდმა თუ პატარამ უნდა იშრომოს საქართველოს განმტკიცებისთვის, გაძლიერებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი სიამაყით გადმოგვცემს, თუ როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა. თუ როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც თავის მხრივ არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.
1918
ტიპი: ავტორობა
აკაკი პაპავა გადმოგვცემს,რომ როცა საქართველოში არ იყო აზრთა თანხვედრა საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ,სწორედ მაშინ დემოკრატიის მომხრეები ერთხმად დაუპირისპირდნენ მათ მოწინააღმდეგეებსა და საქართველოს მტრებს.მათ ერთიანი ძალისხმევით,საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინეს და 6 თის შემდეგაც არ აპირებდნენ დემობილიზაციას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან მისალოცი დეპეშა მიიღო მუსულმანური და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ: სულეიმან ბეკ ბატანიძე, ეიუბ დიასამიძე, თებიკ ბეკ თავაძე, ხოჯ აღაა გუაბაის თარიშვილი, იმამ აღისშვილი-კედერი (სოფ. მეძიბნა), კედიმ აღა ცინცაძე (სოფ დოლოგანი), გურჯი ოღლი იბრაგიმ აბას სიბილაძე, სულეიმან ბეკ ბოლქვაძე (სოფ. მახუნცეტი).
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე, ხოლო სხვადასხვა თანამდებობაზე საოლქო სასამართლოს წევრი კარასიოვი, ვასილინი, მელ. კანდელაკი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, დ. ტატიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ილია ბადრიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გრიგოლ რცხილაძე საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადებიდან 6 თვის თვზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აცხადებს, რომ 26 მაისის აქტმა დაამტკიცა, ის, რაც ქართველი ხალხის ნაციონალურ რეალობას შეადგენდა, დიდხანს უჩინარი იყო როგორც თვით ამ ხალხისთვის, ისე მისი მესვეურებისთვის. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის საფუძველზე შეინარჩუნა უდიდესი ნაწილი თავის ტერიტორიისა, რომელსაც გარეშე ძალა ეპატრონებოდა, დაიცვა თავისი ქვეყნის უსაფრთხოება და გაატარა მთელი რიგი რეფორმები.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართებოდა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.