ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48899

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“ გაუგზავნა და სთხოვა, მის მიერ მიცემული სათაურით დაებეჭდა ჟურნალ „ივერიის“ ბოლო ნომერში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც წარმოდგენების გამართვის, კანცელარიისა და სხვა წვრილმანი ხარჯები დაამტკიცეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება საზოგადოებისთვის თანხების მოზიდვის საქმე გიორგი ქართველიშვილისთვის, ალექსანდრე ჩოლოყაშვილისთვისა და ილია ჭავჭავაძესთვის მიენდოთ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე წარმოდგენილი ორი კანდიდატურა არ დაკმაყოფილდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მიიღეს დადგენილება საწევრო გადასახადების შეკრების წესში კორექტივების შეტანასთან დაკავშირებით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც მოისმინეს მოხსენება საზოგადოების დამფუძნებლების, ნამდვილი და საპატიო წევრების რაოდენობის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს სთხოვეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის საზეიმო კურთხევას დასწრებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელს, გიორგი იოსელიანსა და ალექსი მირიანაშვილს საზოგადოების მიერ გამოსაცემი წიგნების შერჩევა დაევალათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, შემოწირულობის სახით მიიღეს დაბა სურამში გამართული ორი წარმოდგენიდან შემოსული თანხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა დავით მესხს, რომლითაც შეატყობინა, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებოდა ივანე მაჩაბელს გაზეთ „დროების“ ვალის გადახდაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის გამგებელს და საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიის“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთების შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ოქტომბერს გაზეთ „დროების“ ვალებთან დაკავშირებით შეიქმნა კომიტეტი, რომელსაც უნდა შეეგროვებინა სახსრები მათ გადასახდელად. კომიტეტის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „დროების“ დახურვის გამო იოსებ მელიქიშვილთან გამართულ კრებაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა გამოსცა ცნობა, რომ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა ჟურნალ „ივერიის“ გამოცემის უფლება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, საზოგადოების კანცელარიისა და წიგნსაცავისთვის შენობა ექირავებინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ილია ბაგრატიონ-მუხრანელისგან „ქართლის ცხოვრების“ მე-17 საუკუნის ხელნაწერი შეეძინათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ხელთუბნის სკოლისთვის მოთხოვნილი წიგნები გაეგზავნათ და ანასტასია თუმანიშვილისთვის ეცნობებინათ გადასახადის ოდენობა თავად-აზნაურებისა და სასულიერო პირების შვილებისათვის.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა მიიღეს დადგენილება, რომ სულხან ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ქართული თარგმანი დაბეჭდვის ნებართვის მისაღებად საცენზურო კომიტეტისთვის გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა შემოწირულობის სახით საცირკო წარმოდგენიდან შემოსული თანხა მიიღეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ წინარეხის, ბათუმისა და ხელთუბნის სკოლებისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძესთვის შენობის საქირავებელი თანხა გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 3 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, წინარეხის სკოლიდან მიღებული ანგარიში განიხილეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „PARIS-ის“ ოქტომბრის ნომერში ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ „ბუნების კარში“ ილია ჭავჭავაძის ლექსები დაიბეჭდა.