რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N136 ბრძანებით ფოთის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგი ნიკოლოზ კაიპოვი თანამდებობიდნ გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 136 ბრძანებით თეოდორე არისტოვი ფოთის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 135 ბრძანებით ბორის დანოვსკი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გალობის პედაგოგად და კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 135 ბრძანებით ანნა აგარონიანი თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების თავისუფლ დაქირავებულ პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 134 ბრძანებით ფილიპე სიმონის ძე იანოვიჩი ქუთაისის საოსტატო სემინარიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 134 ბრძანებით თამარ ბეგლარის ასული კორძაია ფოთის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის დროებით აღმასრულებელ პედაგოგად დაინიშნა.
ტიპი: ღონისძიება
გიგო შარაშიძეს უთხრეს, რომ გრიშა გიორგაძემ დაწერა წიგნი „რუსიფიკატორი ეპიზკოპოზი“. გიგო შარაშიძის ვარაუდით, ეს იქნებოდა გაბრიელ ქიქოძის შესახებ შურიძიების მიზნით დაწერილი და მან შალვა შარაშიძეს სთხოვა სიმართლე გაერკვია და გრიშა გიორგაძე სიცრუეში ემხილებინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N133 ბრძანებით ელისაბედ ზადოვი თბილისის გერმანულ (რეალურ) გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 133 ბრძანებით იაკობ პრინცი თბილისის გერმანულ (რეალურ) გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 133 ბრძანებით მარტინ გეველი თბილისის გერმანულ რეალურ გიმნაზიაში მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ხატვა-ხაზვის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 133 ბრძანებით ფრანც ბერნაცკი თბილისის გერმანულ (რეალურ) გიმნაზიაში გერმანული ენისა და ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გერასიმე ქიქოძეს ჰქონდა გაბრიელ ქიქოძისა და ივანე მუხრანსკის მიწერ-მოწერა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გაბრიელ ქიქოძე ქუთაისის სახალხო სკოლების მასწავლებლების კრებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 132 ბრძანებით ვართანუშ ოგანესის ასული კაცახიანი თბილისის პაშჩენკო და ტიხომიროვის გიმნაზიაში სომხური ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 26 ნოემბრის N 132 ბრძანებით არუსიაკ გიორგის ასული ტერ-გუკასოვისა თბილისის პაშჩენკო და ტიხომიროვის გიმნაზიაში სომხური ენის პედაგოგად დინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 132 ბრძანებით ანაიდა ნიკოლოზის ასული გრიქუროვისა თბილისის პაშჩენკო და ტიხომიროვის გიმნაზიაში საანბანო კლასის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 132 ბრძანებით ევგენია პავლეს ასული პოპოვისა თბილისის პაშჩენკო და ტიხომიროვის გიმნაზიაში კლასის დამრიგებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N131 ბრძანებით, ნინო სიმეონის ასული ყაზახოვა თელავის სომხური გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 131 ბრძანებით დანიშნულია თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად მ. აბდუშელ-დემიდოვისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 130 ბრძანებით ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ნოემბრის N130 ბრძანებით მარიამ ნიკოლოზის ასული მელქუმოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობაში“ გამოქვეყნდა სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის 1920 წლის 22 ივლისის ბრძანება რესპუბლიკის ჯარებისადმი იმის შესახებ, რომ 1919 წლის იანვრის დასაწყისში დაარსებულ ფრონტის დამხმარე მთავარ კომიტეტში გაერთიანებული არიან: დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის წევრები – ნ. იმნაიშვილი, სამხედრო სამინისტროდან – ტიტე ართმელაძე, გვარდიის ექიმი ე. ცინცაძე, პროფესიული კავშირებიდან – ფანცხავა, დაჭრილთა და დასახიჩრებულთა კავშირიდან – მუსელიანი, ვაჭარ-მრეწველთა – ლაღიძე, რკინიგზის – ს. დოლიძე და ნინო განაშვილისა, ელიავასი, რამიშვილისა, კიკვაძისა და ბახტაძისა სერ. ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობით. კომიტეტმა ფრონტზე მყოფ მეომართათვის ბევრი რამ გააკეთა. მინისტრი მხედრობის სახელით მადლობას უხდის კომიტეტს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო ფრონტის გაძლიერებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 129 ბრძანებით თბილისის მეხუთე გიმნაზიის გალობის პედაგოგი ვიქტორ ეგნატეს ძე დანოვსკი თანამდებობიდან გათავისუფლდა.