ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51824

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ ზესა, ნესტორ გაბრიელის ძე და ავგუსტა ანდრიას ასული გვამიჩავები, ნათესავებს და ნაცნობ-მეგობრებს აუწყებდნენ, რომ შვილის, ჟორჟიკ ნესტორის ძე გვამიჩავას გარდაცვალების წლისთავზე კუკიის ეკლესიაში გადაიხდიდნენ წირვას, ხოლო საფლავზე − პანაშვიდს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ელინკა, შვილები თამარი, ლეო, მედეა და გივი, ძმა ლასო, რძალი სონა შვილებთან ერთად, ნათესავებს და ნაცნობებს ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის გარდაცვალებას აუწყებენ. დაკრძალვა 31 აგვისტოს ქ. ზესტაფონში, წმინდა ნინოს ეკლესიაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ეკატერინე თევდორეს ასული, შვილები − გიორგი და კონსტანტინე ვაშაკიძეები ნათესავებს და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ კვირას, 29 აგვისტოს, ექვთიმე სვიმონის ძე ვაშაკიძის გარდაცვალების ერთი წლის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს მსახიობ ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლის აღსანიშნავად ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეგნატე გაბლიანი დაიბადა 1883 (1881?) წელს სვანეთში, მულახის საზოგადოების ისტორიულ სოფელ ზარდლაშში.

1924

ტიპი: ღონისძიება

ბიძინა პირველმა ეგნატე გაბლიანთან ერთად ცხენით შემოიარა მულახის, მესტიის, ბეჩოს, ლატალის, ცხუმარისა და ეცერის თემები და ხალხს მოუწოდა, 1924 წლის 28 აგვისტოს, შუაღამეს, შეიარაღებულები გამოცხადებულიყვნენ ბალის ქედზე.

1024

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ბიძინა პირველი შეხვდა დამოუკიდებელი კომიტეტის წევრებს, იასონ ჯავახიშვილსა და კონსტანტინე ანდრონიკაშვილს. გადაწყდა, რომ 1924 წლის აჯანყებას სვანეთსა და ლეჩხუმში ბიძინა პირველი უხელმძღვნელებდა. მას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, აჯანყებაში მთელი საქართველო ყოფილიყო ჩართული და ამბოხება ყველა კუთხეში ერთ დღეს დაწყებულიყო, რაზეც ხელმძღვანელებისგან დასტური მიიღო.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან საქართველოს ყველა კუთხეში დაიწყო ეროვნული ძალების კონსოლიდაცია. სვანეთში ამ პროცესებს ხელმძღვანელობდნენ ბიძინა პირველი, მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ეგნატე გაბლიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 26 მაისის დემონსტრაციაზე ლადო გიორგობიანი გაშლილი დროშით პირველ რიგებში იდგა და იქიდან ნაცემი და დასისხლიანებული წაიყვანეს ჩეკას სარდაფში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს რუსეთის ჯარების შემოსევის შემდეგ ლადო გიორგობიანი მოხალისედ წავიდა ბრძოლის ველზე.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი აჯანყების წინ ციხეში მოხვდა და დახვრიტეს.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ვანო ღლონტი მუდმივად ხელმძღვანელობდა გურიაში ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლას. ის რამდენჯერმე დაატუსაღეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ლადო გიორგობიანი ციხიდან გაათავისუფლეს. აჯანყების წინა დღეებში თბილისის ახალგაზრდობა მის ირგვლივ დაირაზმა ბრძოლის მოლოდინში, მაგრამ თბილისში ბრძოლა არ გაიმართა. ლადო ბავშვივით ტიროდა, რომ ვერ შეძლო ბრძოლაში მონაწილეობა.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის დეკემბერში ლადო გიორგობიანი ისევ დაატუსაღეს და ცივ სარდაფში ჩააგდეს იმიტომ, რომ მოითხოვა დაკითხვა ქართულ ენაზე ეწარმოებინათ. ციხეში ერთი წელი გაატარა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) ნოე რამიშვილი წერს აგვისტოს აჯანყების მეთაურთა შესახებ, ასახელებს აჯანყების იდეურ მეთაურებს, რამდენადმე მის პრაქტიკულ ორგანიზატორებს: ნოე ხომერიკს, გოგიტა ფაღავას, ბენია ჩხიკვიშვილს, ვალიკო ჯუღელს და ვასო ნოდიას, ასევე ეროვნულ-დემოკრატ გიორგი წინამძღვრიშვილს.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) ნოე რამიშვილი იხსენებს აგვისტოს აჯანყების მსხვერპლს: პოეტ დავით მეჩონგურეს (დავით ქარცივაძეს), პარტიის ახალთაობის საუკეთესო წარმომადგენელს, გაბრიელ ცისკარიშვილს, ცნობილ ორგანიზატორ ვანო ღლონტს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) ნოე რამიშვილი იხსენებს აგვისტოს აჯანყების მსხვერპლს და გამოყოფს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, მოწინავე მუშა-ორგანიზატორებს, დათიკო დვალსა და თედორე ასათიანს, ძველ მუშაკს, ვასო ცაბაძეს და სხვ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N14) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი „თავდადებულთა ხსოვნას“.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

ლადო გიორგობიანი 1917 წლიდან მუშაობდა თბილისის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მეოთხე რაიონის კოლექტივში.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

ლადო გიორგობიანი 1917 წლის რევოლუციის დროს გამოვიდა ბრძოლის ასპარეზზე და იმ დღიდან საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ღირსეული წევრი იყო.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლადო გიორგობიანი დაიბადა 1899 წელს.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძე როგორც თავისი ნაწარმოებებით, ისე პრაქტიკული მოღვაწეობით შეურიგებელი დამცველი იყო დემოკრატიისა ოკუპაციის ხანაშიც, ამიტომ ხელისუფლებამ შური იძია, დაატუსაღა და აგვისტოს აჯანყების დროს დახვრიტა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძეს ახალგაზრდა პოეტთა შორის საპატიო ადგილი ეჭირა. მისი ლექსები დ. მეჩონგურის ფსევდონიმით ხშირად იბეჭდებოდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის რევოლუციამ დავით ქარცივაძე გაათავისუფლა კატორღიდან, ის სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ ლაშქარში სხვადასხვა მოვალეობას ასრულებდა.