ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 58 ბრძანებით ევგენია პავლეს ასული ვოინიჩი- სიანოჟენსკისა თბილისის ვაჟთა ახალი საზოგადოების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N61 ბრძანებით მარიამ ალექსის ასული სოკოლსკისა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის უმაღლესი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი ხაშურის გვარდიის მიერ არჩეული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის მუშაობისა და გეგმების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობას“ რუბენ ყიფიანმა დეპეშით აცნობა, რომ მთელ სვანეთში იარაღის აკრეფა დასრულდა. 4 სექტემბერს მოწვეული ჰყავდათ სვანეთის წარმომადგენელთა კრება ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად. ფრანგი მწერალი ქალი ოდეტ კიუნი ყაჩაღებს შეუშინებიათ. ყაჩაღებმა იარაღი რომ ჩააბარეს, მწერალი მათ გახარებული დაემშვიდობა; რამდენიმე დღე მათთან ერთად იმგზავრა დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 25 აგვისტოს სიღნაღში დამთავრდა სამასწავლებლო კურსები, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N60 ბრძანებით რაისა ჩიხლაძე-კეჭაყმაძისა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N58 ბრძანებით, ვახტანგ კოტეტიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N75 ბრძანებით ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის ბუნებისმეტყველების პედაგოგად ქ. ნასარიძე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N74 ბრძანებით ვერა ისოების ასული ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის" საზოგადოების ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N74 ბრძანებით თბილისის რეალური სასწავლებლის ყოფილი პედაგოგი ნინო ვასილის სული აკოფოვი მეხუთე გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 2 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N73 ბრძანებით ვლადიმერ ალექსის ძე ლებედევი ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სასახლის საწყობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარ აკაკი ჩხენკელის ბინაზე გადაიტანეს 42 დასახელების საოჯახო ნივთი. მიღება-ჩაბარებას ადასტურებს დგებუაძე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ გაგრაში დაიჭირეს კინტრიშის ხიდის აფეთქების მონაწილენი – გერმანე ჯიბლაძე და აკ. სურგულაძე. მათ ყუბანის ოლქში სხვადასხვა საბუთის გატანა ბრალდებოდათ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 მარტს ბალტიის ზღვის ფლოტის ხელმძღვანელისგან აკაკი ჩხენკელმა მიიღო ტელეგრამა, სახელმწიფო დუმის, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრისა და ფინეთის საქმეების კომისრის სკობელევის მიმართვით ხალხის მხარეს მდგარი რუსეთის ოფიცრების გათავისუფლების თაობაზე. მიმართვას ხელს აწერდა: სახელმწიფო დუმის წევრი როდიჩევი და გენერალი გულევიჩი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 8 აგვისტოს თბილისში დროებითი მთავრობის ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა აკაკი ჩხენკელის სახელზე გასცა მოწმობა კომიტეტის წევრობისა და მინიჭებული უფლებების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს, კომიტეტის თავმჯდომარის ნაცვლად, მიხეილ პაპაჯანოვმა და ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის საქმეთამმართველმა სოშუმადოვმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მათდამი რწმუნებულ გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლად ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის დანიშვნის შესახებ სწერდა. დოკუმენტს ხელს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი აწერდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისს ჰასან ლორთქიფანიძე აკაკი ჩხენკელს გლეხთა დეპუტატების საოლქო ყრილობაზე მისი დასწრების შესახებ სწერდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ყრილობა 15 ივლისს ქალაქ ბათუმში ჩატარდებოდა. განიხილებოდა სკოლის საკითხი ენასთან დაკავშირებით. მისი აზრით ამ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული აჭარლების სამომავლო ბედი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ოქტომბერს კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ადგილს სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N77 ბრძანებით პორფილე ივლიანეს ძე დგებუაძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს გავლილი ჰქონდა გამოცდები ხარკოვის უნივერსიტეტთან არსებულ გამოცდის კომისიაში პირველი ხარისხის დიპლომზე. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გაუგზავნიდა კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის თხოვნას და მის დროებით მოწმობის ასლ N 415-ს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიხეილ აბრამის ძე აბრამიშვილი ქალთა მე-6 გიმნაზიიდან გადაეყვანათ ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მის ნაცვლად კი დაენიშნათ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე. მთავარგამგე აბრამიშვილს მოელაპარაკა და მან სრული თანხმობა განუცხადა მეორე გიმნაზიაში გადასვლაზე, თუკი ნებას დართავდნენ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ოქტომბერს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ხუნდაძემ, რომელიც თავად დანიშნა ვაჟთა მეორე გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად, უარი განაცხადა და ქართული ენის გაკვეთილების საათები არავის ჰქონდა განაწილებული. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1929

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დიდი ჯიხაიშის გიმნაზიის დირექტორი იყო ს. ცაგარეიშვილი.