რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.
ტიპი: ღონისძიება
იაკობ ნიკოლაძემ გამოაქანდაკა შოთა რუსთაველის ბიუსტი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის იანვარში გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციამ მიიღო შემდეგი წიგნები: ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის რედაქტორობით გამოცემული „რევოლუციის პოეტები“, ნიკოლოზ შიუკაშვილის „სულელი“, ვასილ ბარნოვის მონოგრაფია „არსენა“ და ანატოლი ლუნაჩარსკის „მეფის დალაქი“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა და ხელოვანთა სასახლეს გადასცა დავით კლდიაშვილის, ტიციან ტაბიძისა და ნიკო სულხანიშვილის პორტრეტები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტ. საგანმანათლებლო კომისია მეორე მუშათა კლუბში (პლეხანოვის გამზ. N129) გამართავს საღამოს ამ ბატალიონის აზერბაიჯანთან ბრძოლის დროს დახოცილ გვარდიელთა ოჯახების დასახმარებლად. მოხსენებას გააკეთებს სახალხო გვარდიის მთ. შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისს დეპ. აკაკი ჩხენკელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც კლუბ „ინტერნაციონალში“ მოხსენებით გამოვიდა, იქიდან გაემგზავრება ტყიბულში, ხონსა და სამტრედიაში, სადაც გააკეთებს მოხსენებებს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძის წერილი, რომელშიც იგი ოსების ტყვეობიდან დაბრუნებული ოფიცრების, გვარდიელების, მილიციელების და სხვ. (354 კაცის) სახელით მადლობას უხდის ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველობას და მათ ეროვნულ საბჭოს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან გათავისუფლებაში, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს, კონსულის მოადგილე მღვდელ გიორგი ნათაძეს, მარიამ ოქროპირიძე-ცაბოლოვისას, არდონის მღვდელ ნიკოლოზ იტონიევს, ალაგირში მცხოვრებ გაბო კოჩოევს, საქართველოს მთავრობას და მის გამოგზავნილ პოლკოვნიკ ავქსენტი აბესაძეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ უნივერსიტეტის რექტორის, ი. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით დაიწყო უნივერსიტეტის სარეორგანიზაციოდ არჩეული კომიტეტის სხდომები. გადაწყდა სწავლების სისტემის შეცვლა, სასწავლებლად საუკეთესო განათლებული ძალების მოწვევა და სხვ. მსმენელები უმთავრესად მუშები იქნებიან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ივლისს გამართულ ქალაქის საბჭოს სხდომაზე თავმჯდომარემ, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ბევრს სურს საქართველო მოქალაქეობა, მაგრამ ქვეშევრდომობის კანონს აქვს დეფექტები, ამიტომ შეუძლებელია მოწმობების გაცემა. საბჭომ ამ საკითხზე სამსჯელოდ აირჩია კომისია ალ. ლომთათიძის, მელიტომ რუსიას, ივანე გომართლის, ალექსანდრე მდივნისა და ის. გუნცაძის შემადგენლობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დუშეთის მოქალაქეთა მიტინგი გვარდიისა და ჯარის მონაწილეობით გაეცნო ბათუმის ოლქის საქართველოსთვის გადმოცემას და კმაყოფილებით აღნიშნა ხელმძღვანელთა პოლიტიკის გამარჯვება. მიტინგის თავმჯდომარე ჭონიშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თუშეთის მაზრის ერობის ხმოსანთა ყრილობამ ერობის გამგეობის წევრებად აირჩია: პარმენ თოთიბაძე, ნოე ლეჯავა და ილიკო ტყემალაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ოქტომბრის N57 ბრძანებით ნინო ლაშაური თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N56 ბრძანებით მოსე ჯანაშვილი თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის თავისუფლად დაქირავებულ მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N55 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის საანბანო კლასის დამრიგებელი ბარბარე მიხეილის ასული ლანდაუ თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N55 ბრძანებით თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის კლასის დამრიგებელი რაისა ივანეს ასული სლოვინსკაია თანამდებობიდნ გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 25 ოქტომბრის N55 ბრძანებით თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის სომხური განყოფილების მასწავლებელი ვართანუშ აკოფის ასული ქანანიანცი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N55 ბრძანებით თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ანტონინა ნიკოლოზის ასული ნამილევა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N54 ბრძანებით გორის საოსტატო სემინარიის მუსიკის მასწავლებელი სამუელ იურის ძე ფიდელმანი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N54 ბრძანებით, გორის საოსტატო სემინარიის ხატვა-ხაზვის პედაგოგი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ლიუტოსტანსკი შტატგარეშე თანამშრომლად დატოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 22 ოქტომბრის N53 ბრძანებით ფოთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი ეკატერინა იანოვსკი სასწავლებლების გაეროვნების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა.