ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თამარ პავლეს ძე ჯარიაშვილს განათლების სამინისტროდან ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილი 2000 მანეთის აღება მიანდო. მინდობილობას ხელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აწერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ფიქრები და დაკვირვებანი“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში ვლადიმერ ვაჩნაძის პანაშვიდის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 6 ოქტომბერს ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს ავადმყოფობის შესახებ ატყობინებს და დახმარებას სთხოვს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ოქტომბერს მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტში გამართულ თათბირზე საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელმა, კონსტანტინე თუმანიშვილმა ნოე ჟორდანია სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერნესტ ნისი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ მეწისქვილეები: იაკუბოვიჩი, დადარიანი, ალიხანოვი და მისი მუშა ხაჩატურ ეგოიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, დაეპატიმრებინათ კახეთის რკინიგზის აგენტი კუკულაძე, კონტროლიორი სანოვიჩი, სატექნიკო განყოფილების გამგე ბურიოგი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტის“ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბრძანება „პურის საქმის რევიზია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ „პურის საქმესთან“ დაკავშირებით განიხილა თავისივე დანიშნული რევიზორის, გ. ხუნდაძისა და შრომის სამინისტროსა და პროფკავშირების წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისიის მოხსენებები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ რევიზორ გ. ხუნდაძეს თბილისში პურის დამზადების შემოწმების საქმის გაგრძელება დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნიკო ნიკოლაძე მექრთამეობაში დაადანაშაულეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბერს ნოე ჟორდანიამ გამოაქვეყნა ბრძნება, რომლითაც მოითხოვა, რომ გადაეყენებინათ და გაესამართლებინათ მომარაგების რწმუნებულები, საყვედური გამოცხადებინათ თბილისის გამგეობისთვის, სამსახურიდან დაეთხოვათ შრომის სამინისტროს მიერ დანიშნული კონტროლიორები და სასურსათო განყოფილების გამგე რუხაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „მოუსმინეთ ჰუისმანსს“, რომელიც ეხმაურებოდა გაზეთის რედაქტორ სპირიდონ კედიას მიერ წინა ნომერში დაბეჭდილ წერილს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „მარტოობა შემოდგომის წვიმიან ღამეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გაუგონეთ ჰიუსმანსს!..“

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქომბერს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოხსენება ხსენებული გიმნაზიის მასწავლებლის, ალ. ბარნოვის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზის შესახებ. გიმნაზიის დირექტორის ცნობით, სამსახურიდან განთავისუფლების ზუსტი მიზეზი გიმნაზიის საქმიდან არ ჩანდა, ხოლო თანამოსამსახურეთა აზრით, ალ. ბარნოვს სამსახურისთვის თავი დაღლილობის გამო დაუნებებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნებული მ. იშხნელის სტატიის მიხედვით, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობა სომხეთს გადასცა საჩუქრად, რითიც ის ქართველი მენშევიკების რეკვიზიციისგან დაიხსნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „ნაციონალისტის“ ცნობით, ინგლისელებისგან არტაანის დაცლის შემდეგ ხალხის განწყობის გასარკვევად იქ ქართველ მაჰმადიანთა დივიზიონერი, ბაშხი-ბეგ მაჩაბელი გაიგზავნა (არტაანის ოლქის ჩრდილო ნაწილის მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა საქართველოს შემოერთებოდნენ).