რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ელენეს ძმის, რენე ტუსენის დახმარებით პარიზში ბინა იქირავეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 აგვისტოს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ქორწინებიდან 1 წლისთავი აღნიშნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N3 დაბეჭდილია დიდი ჯიხაიშიდან წერილი რედაქციის მიმართ და შემომწირველთა სია: მელიკო ლორთქიფანიძე, ნადია გაფრინდაშვილი, ალექსანდრა მელქაძე, ეფროსინე ნუცუბიძე, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე ნემსაძე, ლიდა ჩანვაძე, პასიკო ჩომახიძე, ფაცია ნუცუბიძე, ნინა ტატ. ლეჟავა, ნიკო ჩხეიძე, გრიგორ ბექაია, ალექსანდრე მელქაძე, ვარლამ ქუთათელაძე, ნიტრაფონ დევიძე, გიორგი ლორთქიფანიძე, აკვილინა ნუცუბიძე, ათანასე შუბლაძე, ლუბა ბიბილეიშვილი, კატუშა ვაშაკიძე, სონია ივანიძე, ძაძუნია მხეიძე, ნინა ვაშაკიძე, გიორგი ბიბილეიშვილი, სონია გეგუჩაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 2 გამოქვეყნებულია ამავე გაზეთის შემომწირველთა სია: ლეო იმნაძე, ქეთო ოქრუაშვილისა, მარიამ ხაბურძანია, ელენა ბარაბაძე, ნინო ფანცავა, მარიამ მაჭავარიანი, ალისა ქუთათელიძე, ელენე მამალაძე, ევგენია მაჭავარიანისა, ნადეჟდა ივანოვისა, ანეტა გეგელაშვილი, ეკატერინე მესხი, ოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრა კროტკოვი, ქალ. იოსელია, მანიულ ლანდია, ქეთო აბესაძე, დათიკო ლანდია, იუნონა დადიანისა, ვერა ბაქრაძისა, ოლიმპიადა ლაღიძისა და ლიზა მაჭავარიანისა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წელს იროდიონ სონღულაშვილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმში მოლარედ მუშაობდა.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს 1941 წელს ფოსტაში უარი უთხრეს ქართული გაზეთის გამოწერის გაგრძელებაზე.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის იანვრიდან თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გამოწერით მიიღებდა გაზეთ „კომუნისტს“.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების ცნობა.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წლის 17 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თავისი განაჩენი შეიტყო. მას ჯამბულში (ყაზახეთში) 5 წლით ტოვებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 5 ივლისს, რკინიგზის რაიონის ფრონტიდან დაბრუნებულ გვარდიელთა საერთო კრებაზე (გახსნა ქეშიშოვმა. თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჯიბლაძე, მდივნად – თულაევი) ფიცი დადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ დამფუძნებელ კრებას და მთავრობას დემოკრატიული წეს-წყობილების განმტკიცებაში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის წლის 16 ივლისს ნოე რამიშვილი ავლაბრის მუშათა კლუბში მოწვეულ ს.ს.-დ მუშათა პარტიის წევრთა კრებას დაესწრებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მთავრობამ დეპეშა მიიღო ახალქალაქიდან, სადაც მრავალრიცხოვან მიტინგზე მოისმინეს ისიდორე რამიშვილის მოხსენება შინაური და საგარეო პოლიტიკის შესახებ, იწონებენ მთავრობის პოლიტიკას და გამარჯვებას უსურვებენ მას.