რეგისტრირებული ფაქტები47944
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვდა მოწმობას, სადაც აღნიშნული იქნეობდა, რომ ის 1904 წლიდან 1910 წლის პირველ სექტემბრამდე განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. მოწმობა აუცილებელი იყო, რადგან გათავისუფლების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერდა, რომ თავისი სამსახურის აღწერაში არ იყო შეტანილი საღვთო სჯულის მასწავლებლობა განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან და ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. ეს მონაცემები საჭირო იყო იმისთვის, რომ მისი ასული, თბილისის პირველი გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლე, ნინო სუხიშვილი, სწავლის საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლებულიყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიევი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სწერს, რომ განჯის წმინდა ნინოს სახელობის რვაკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. უთითებს მისამართს: თბილისი, ვაკე (მურვანიშილის სახლი).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის N 46 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მთავარგამგის ნაცვლად ხელს აწერს ვუკოლ ბერიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველი სექტემბრიდან განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის ბრძანებით, ივანე გარსიაშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაჟდენ არსენიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვრცლად საუბრობს იმ სერიოზულ, მაგრამ არა დაუძლეველ სირთულეებზე, რომლებიც ხელს უშლის ჩრდილოკავკასიელ მთიელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა-აღმშენებლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს შვილის, შალვა ალხაზიშვილის მეოთხე საქალებო გიმნაზიის პედაგოგად დატოვებას სთხოვს. ავადმყოფობის გამო შალვა ორი თვე სამსახურში ვერ გამოცხადდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ნიკო ნიკოლაძისეული გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი ჩაშალა სერგეი ვიტემ, რომელმაც აგდებულად განაცხადა, რომ გროზნოს გულისთვის ურთიერთობას ვერ გაიფუჭებდა ბაქოელ ნავთობმრეწველებთან და დონეცკელ ქვანახშირის კრეზებთან, – ამის შესახებ 1919 წლის 22 სექტემბერს თავად ნ. ნიკოლაძემ ისაუბრა გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, XIX საუკუნის მიწურულს ნიკო ნიკოლაძემ შეიმუშავა გროზნო-ფოთის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც გროზნოს ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გასვლის საშუალებას მისცემდა, ამასთან, საქართველო-ჩეჩნეთის კეთილგანწყობას ეკონომიკურადაც შეადუღაბებდა. სამწუხაროდ, პროექტი რუსეთმა ჩაშალა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი თებერვლიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე ცაგერის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი ნოემბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე სოფ. ორბელის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ნიკო ნიკოლაძე მომავალ ყვითელ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც უკვე რეალური გახდა და რომელიც, პირველ რიგში, ომითა და რევოლუციებით გამოფიტულ რუსეთს ემუქრება. ქართველი პოლიტიკოსის აზრით, როცა ყვითლების ტალღა კავკასიის ქედს მოაღწევს, ამ შეჯახებაშიც, ჩვეულებრივ, დიდ როლს მთიელები ითამაშებენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს სწერს, რომ 25 დეკემბერს თავის მესამე ვაჟ შალვას შეხვდა სახადი. მკურნალი ექიმები იყვნენ ბროძელი, აბაკელია და მგელაძე. ამ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდნენ. ორი თვის შემდეგ, როცა ექიმებმა გარეთ გამოსვლის ნება დართეს, ის წარსდგა გიმნაზიაში ნოემბრისა და დეკემბრის ანაზღაურების მისაღებად. მას მხოლოდ ნოემბრის თანხა მისცეს და განუცხადეს, რომ დეკემბრის ანაზღაურებას ვერ მისცემდნენ, რადგან 15 დეკემბრს ის სამინისტრომ დაითხოვა და მის ნაცვლად სხვა დანიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 დეკემბერს თბილისის მეოთხე საქალებო გიმნაზიას ჯავახეთიდან ლტოლვილი ილია ალხაზიშვილი შვილის – შალვა ალხაზიშვილის (გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი) სახადით დაავადების შესახებ ტელეფონით ატყობინებს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 აგვისტოს ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა შალვა ილიას ძე ალხაზიშვილმა საერო განათლების მინისტრს რომელიმე გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა. მისთვის სასურველი ადგილი თბილისი, ხაშური ან თელავი იყო. მას სურდა საყვარელი საქმე ეკეთებინა და სამშობლოს სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში დახმარებოდა.