ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტის 7 საათზე ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ულტიმატუმი თურქეთის ხელისუფლებისაგან, რათა 48 საათის განმავლობაში ეცნობებინათ საბოლოო პოზიცია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 23 მარტს ტრაპიზონის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ ოლთის ოლქის, არდაგანის სამხრეთ ნაწილის, ყარსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და კაგიზმანის ოლქის დასავლეთ ნაწილის დათმობის შესახებ განაცხადა, სომხეთის თვითგამორკვევის საკითხს კი შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ტრაპიზონის მოლაპარაკების დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს უფლებამოსილება გაუზარდა, დელეგაციის სხვა წევრებს კი მრჩევლის სტატუსი მიანიჭა. მოლაპარაკების მთავარ მიზნად დასახული იქნა თურქეთთან მტკიცე სამშვიდობო ხელშეკრულების დადება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 მარტს ტრაპიზონის კონფერენციამ დროებით შესვენება გამოაცხადა. დელეგაციის ნაწილი თბილისში დაბრუნდა რათა ამიერკავკასიის სეიმისთვის ანგარიში ჩაებარებინა მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა ხელისუფლებამ მოუწოდა ამიერკავკასიის რესპუბლიკას გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, სანამ მოლაპარაკებები დასრულდებოდა. კატეგორიულად უარყო აღმოსავლეთ ანატოლიის (ეხლანდელი სომხეთის) თვითგამორკვევის საკითხი. ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ტერიტორიებზე ყოველგვარი პრეტენზიების არსებობა მიუღებლად ჩათვალა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წლის 30 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მათ გარეშე ნოე ცინცაძეს ამერიკულ კომიტეტში საქმის გაძღოლა გაუჭირდებოდა. 

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ უარყო ამიერკავკასიის დელეგაციის განცხადება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მიმდინარე კონფერენციის მიზნად კი ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების საფუძვლის მომზადება დაასახელა. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დატოვებული მეუღლის მასწავლებლად დანიშვნას ითხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 26 ნოემბრის განათლების მინისტრის N 79 ბრძანებით, გერმანე პავლეს ძე ბარახი რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგად დამტკიცდა.

1952

ტიპი: ღონისძიება

1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1918 წლებში ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.

1905

ტიპი: განათლება

1905-1909 წლებში ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.