ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 17 აპრილს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა ნინო ქიქოძეს და სთხოვა, ქრისტინე შარაშიძისთვის გადაეცა, რომ მისთვის გაეგზავნა ზურაბ ავალიშვილის წიგნი ქართული ენის შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ დაოჯახების შემდეგ პარიზში იცხოვრებდა და რომ საცოლის, ელენე ტუსენის მამა ჯერ ნანახი არ ჰყავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 (22, 23) მარტს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ 18 აგვისტოს ის და ელენე ტუსენი დაქორწინდებოდნენ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 69 ბრძანებით, პეტრე ჩერქეზიშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა რომში გაზეთ „ტრიბუნის“ თანამშრომელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ევროპის პოლიტიკის ხელმძღვანელებთან და ერთა ლიგასთან მოლაპარაკების გამართვა საქართველოს „დე იურედ“ ცნობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ პარასკევა და იოსებ ბოძაშვილები ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებენ, რომ 12 დეკემბერს ქ. თელავში თამრო ბოძაშვილის პანაშვიდს გადაიხდიან.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 3 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პეტროგრადში მცხოვრები ქართველი სტუდენტების: ჩაჩავას, გიორგაძის, ღოღობერიძის, დუმბაძის, მ. ვაჩნაძის, ა. ბაზაძის, გარაყანიძის, ფხაკაძის, სალუქვაძის, გურგენიძის შესახებ ცნობები მიიღო. ყველანი ჯანმრთელად იყვნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ნოემბრის განათლების მინისტრის N 76 ბრძანებით, გიორგი ახვლედიანი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დირექტორად დამტკიცდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსად სოფო ჩიჯავაძე დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსად სოფო ივანეს ასული ზურაბოვისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მარიამ კონსტანტინეს ასული კალინინისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის უფროსად მარიამ ნიკოლოზის ასული ეფრემოვისა დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის უფროსი ოლღა ბოგდანოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის განათლების მინისტრის N 58 ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის უფროსი ვილჰელმინა ანდრიას ასული სტრუვე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, ქართულ ტექნიკურ საზოგადოებაში ინჟინერმა ბესარიონ ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება „ახალი სენაკი-ზუგდიდის გზა“. მონაწილეობა მიიღეს და დაწვრილებით განიხილეს ეს პროექტი ინჟინრებმა: ეპიფანე ალშიბაიამ, ვასილ კაკაბაძემ, მ. კრანციმ, ისიდორე სტურუამ, პეტრე მამრაძემ და სხვებმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს შედგა რესპუბლიკის ფარმაცევტთა პირველი საზოგადო ყრილობა, სადაც ფარმაცევტთა წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის თავისადმი მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში, მუშათა კლუბ ინტერნაციონალში, საქართველოს ცენტრ. კოოპ. კავშირის ინსტრუქტორმა, ი. ირემაშვილმა წაიკითხა ლექცია კოოპერაციაზე. ლექციის წინ ქუთაისის კოოპერ. კავშირის თავმჯდომარემ, პ. თალაკვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა კოოპერაციის უდიდესი როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკმა ინგლისის კომპანიისგან 50 000 ტ. მარგანეცში 200 000 გირვანქა სტერლინგი აიღო და ის ამ თანხით ინგლისში საქართველოს რკინიგზისთვის საჭირო მასალებს შეიძენდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე ნაძალადევის თეატრში სერგო ჟორჟოლიანმა ჩაატარა ეკონომიკის ლექცია, ხოლო კ. ქავთარაძემ ისტორიის ლექცია.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 12 დეკემბერს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, საფრანგეთიდან საქართველოში გამოუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა, რომ „დედა ენა“ იშოვეს და მისმა მეუღლემ, ელენე ტუსენ-შარაშიძემ, ქართულის სწავლა დაიწყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბერს გაიმართებოდა სალიტერატურო-სამუსიკო-საცეკვაო საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ პოეტები და მწერლები: გალაკტიონ ტაბიძე, შალვა დადიანი, დ. ახვლედიანი, იოსებ გრიშაშვილი, ვასილ კირვალიძე, გიორგი ქუჩიშვილი, იოსებ ანდრონიკაშვილი, ს. ტარუაშვილი, ალ. ოჰანეზაშვილი, მ. დევიძე, მიხეილ კავსაძე, გიორგი მანთაშოვი, სალომე ანდრონიკაშვილი.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 17 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან (პარიზი) საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ დაოჯახებას აპირებდა. წერილში აღწერდა საცოლეს, ელენე ტუსენს და წუხდა თავის სიღარიბეზე.

1926

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1926 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში მყოფმა დავით შარაშიძემ გაზეთ „კომუნისტში“ ნახა ივანე ბოლქვაძის გარდაცვალების ცნობა.