ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45294

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხა ღარიბ ყმაწვილთა სწავლისათვის.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისში გაიმართა მეორე საზოგადო კრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკისა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მღვდელ ალექსი გულისაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, კიაზო ჩოლოყაშვილის მამულით დაინტერესებულებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სათანადოდ შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებმა ყარსი აიღეს“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 19 ოქტომბერს გენერალ ლევან მელიქიშვილის ჯარმა ხელახლა დაამარცხა დაღესტანში აჯანყებულები. ბრძოლის დროს დაიჭრა ერთი და გარდაიცვალა 8 ოფიცერი. ჯარისკაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სასწავლებლების არსებობის აუცილებლობაზე. კერძოდ, საუბარია კახეთში დაარსებულ სასწავლებლებზე რომელთა გასამართად ადგილობრივი დიდგვაროვნები და მთავრობის წარმომადგენლები არაფერს აკეთებდნენ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა ცხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ კონსტანტინე როსტომის ძის, ნიკოლოზ, გიორგი, მიხეილ დიმიტრის ძეების, მართა დიმიტრის ასული და სალომე პანტელეიმონის ასული შალიკოვების მიერ გირაოდ ჩადებული ქონება, რომელიც მდებარეობდა გორის მაზრის სოფელ სკრაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხა დროულად არ გადაიხადა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იოსებ და რაფაელ დავითის ძე ერისთავების მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები ტყით, რომლებიც მდებარეობდა თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონეებმა დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მოხელეთა არჩევანი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტობრის “დროების” ცნობით, თბილისში გამოდიოდა ახალი ლექსთა კრებული „სალამური”. წიგნში ნ. ბარათაშვილის, ილ. ჭავჭავაძის და აკაკის ლექსები დაიბეჭდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 ოქტომბერს თბილისელებმა გაიგეს, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა მუხთარ-ფაშას დამარცხება მოახერხეს და ამის აღსანიშნავად დიდი ზარ-ზეიმი გამართეს. მოსახლეობას სიტყვით მიმართა გრიგოლ ორბელიანმა და მიულოცა ოსმალებზე გამარჯვება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია საგარეჯოზე, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა – კევრი, რამაც მოსახლეობას მიწაზე მუშაობა გაუადვილა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია, რომ ასახოელებთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი ჯორჯაძემ ლეკებს ჩამოართვა 4600 სული ცხვარი, რომლებიც მათ კახელებს მოპარეს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“, მესამე ნაწილი.