რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აგვისტოს დილის 11 საათზე ქ. სამტრედიაში შედგა ქალთა კავშირის დამფუძნებელი კრება, რომლის მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა იყო. კრება გახსნა ლექტორმა ტიტე სიხარულიძემ, რომელმაც ილაპარაკა ქალთა საკითხებზე, მოიყვანა მაგალითები ქალთა სწორუფლებიანობის შესახებ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, რუსეთის და სხვა სოციალისტების აზრები. სამსაათიანი ლექციის შემდეგ ქალებმა აირჩიეს ათი ქალისგან შემდგარი ბიურო. კრებას ესწრებოდა სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი ორი ქალი, კანდელაკი და ნინუა, რომლებმაც დარბაზი დატოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქტორობით თბილისში გამოვიდა პირველი ნომერი ახალი გაზეთისა „სიმართლის გზა“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს დეპეშით აუწყებს, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, 1917 წელს უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა შეწყვიტეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N20) ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტი აცხადებდა, რომ შაქრის ბარათის მიღება შეიძლებოდა შემდეგ ადგილებში: სამთო უბანი, რეალური სასწავლებელი, ცენტრალური უბანი, ბალახვანის ქუჩა – სარაიონო კომისართან, წყალგაღმა უბანი, ორპირის ქუჩაზე – კომისრის სამმართველოს გვერდით; არქიელის გორაზე – ილია შვანგირაძესთან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტმა სურსათის გადასაზიდად რამდენიმე ფურგონი მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ხარაგაულში (სადგ. ბელაგორი) 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო გრანდიოზული ეროვნული საღამო-სეირნობა, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ აკაკი პაპავა, ვასო ურუშაძე და პოეტი სვიმონ ფაშალიშვილი. საღამოს დასასრულს გაიმართებოდა ცეკვა და ვახშამი. შემოსავლის ათი პროცენტი ადგილობრივი სახალხო სახლის ფონდის გასაძლიერებლად უნდა გადადებულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N21 დაიბეჭდა ელისაბედ მამფორიას სამადლობელი წერილი, რომელშიც ის ამავე გაზეთის საშუალებით მადლობას უცხადებს მელქისედექ დიმიტრის ძე მიქელაძეს, რომელმაც კულაშის მთავარანგელოზის ეკლესიას შესწირა 100 მ. და თეატრის სახლს 100 მ., რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან კულაშის საზოგადოება და თეატრის გამგეობის წევრები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს კავკასიის ლაშქრის მთავარსარდლისგან მოუვიდა დეპეშა, რომ კორნილოვმა სატახტო ქალაქის წინააღმდეგ გაილაშქრა და საჭიროა მცხოვრებთა მოწოდება მშვიდობის შესანარჩუნებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, გაზეთ „კავკაზსკოე სლოვოს“ ატყობინებენ, რომ ნიკო ნიკოლაძე ტოვებს ქ. ფოთს. მანვე უარი განაცხადა ჭიათურის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ცნობით, იმერეთის სამღვდელოებამ დროებით მმართველობას მიმართა თხოვნით, რომ იმერეთიდან კათალიკოზის არჩევნებში მონაწილობის მისაღებად წავა სამასკაციანი დელეგაცია, რომელთათვისაც საჭიროა განსაკუთრებული მატარებელი. სამღვდელოების მმართველობა კომისარს სთხოვს რკინიგზის მმართველობის წინაშე შუამდგომლობას, რომ დელეგაციას დაეთმოს საგანგებო მატარებელი. გუბერნიის კომისარმა გრ. გიორგაძემ უკვე აცნობა რკინიგზის მმართველობას სამღვდელოებისათვის ცალკე მატარებლის დათმობის თაობაზე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მათ მილიციის შედგენილი ოქმით, ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციის გაწევაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში მარია გედევანოვა მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 12000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში ნინა ალექსის ასული როსტოვცევა სოხუმის პირველ გიმნაზიაში მასწავლებლების შემცვლელად მუშაობდა. მისი ხელფასი იყო 12000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში ალექსანდრე ლუკას ძე გრიგოლია სოხუმის პირველ გიმნაზიაში ექიმად მუშაობდა და მისი ხელფასი იყო 3000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლებში სოხუმის პირველ გიმნაზიაში გედევანოვა მ. ვ. მუშაობდა მასწავლებლების შემცვლელად და მისი ხელფასი იყო 18000 მანეთი.