რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 სექტემბრის განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები – ვუკოლ ბერიძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, ეპარქიის გიმნაზიის უფროსი დიმიტრი უზნაძე, ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, წმ. ნინოს სასწავლებლის უფროსი პეტრე ჩარექიშვილი, სახალხო სკოლების ინსპექტორები – ნიკოლოზ შიუკაშვილი და ვასილ ჯაფარიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 იანვარს განათლების მინისტრის საბჭოს სხდომას დაესწრნენ: საბჭოს თავმჯდომარე, განათლების მინისტრი გ. მ. ლასხიშვილი, მინისტრის მოადგილე ალ. ბ. მდივანი, უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე გ. ნათაძე, კანცელარიის დირექტორი ვ. ბერიძე, მდივანი კ. აბაშიძე.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 იანვრისთვის მსახიობთა კავშირი აპირებდა გამოეცა ჟურნალი „სახიობა“ აკაკი ფაღავას რედაქტორობით.
ტიპი: ორგანიზაცია
ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).
1918
ტიპი: ავტორობა
ალექსანდრე დგებუაძემ გაზეთ „ერთობაში“ გამოაქვეყნა ცნობები და მონაცემები საქართველოში არსებული მრეწველობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საქართველოში სამრეწველო დარგში 50 857 მუშა მუშაობდა. მათგან 31 028 მუშაობდა სახელმწიფო საწარმო დაწესებულებებში, საზოგადო ორგანიზაციათა დაწესებულებებში – 14 331, კერძო პირთა საწარმოებში კი – 5 498.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 8 სექტემბრის N1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ა.ლომთათიძე აღნიშნავს ჩრდილიკავკასიელ მთიელთა გამორჩეულ როლს ერთიანი, დამოუკიდებელი კავკასიის შექმნაში და დასძენს, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან სწორი modus vivendi-ს გამონახვის შემთხვევაში მთიელთა ახალშექმნილ სახელმწიფოს წარმატებული მომავალი ელის.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 8 სექტემბრის N1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ა. ლომთათიძემ განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ყველა ბუნებრივი მონაცემი აქვთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკის გასავითარებლად: მთაც, ზღვაც, დაბლობიც.მთიელები შეუდგნენ კიდეც აგრარული რეფორმების გატარებას, მაგრამ კომუნისტური ექსპერიმენტების ბაკქანალიამ ქაოსში დანთქა ყველაფერი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს გაიმართა თბილისის პროფესიულ კავშირთა საბჭოს სამდივნოს სხდომა ანტონ მიხეილის ძე ხელაძის თავმჯდომარეობით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის კომიტეტთან დაარსდა საგანგებო კომისია, რომელიც იმ პიროვნებათა მოღვაწეობას გამოიძიებდა, რომელთა ყოფა-ქცევა მავნე იქნებოდა ახალი რეჟიმისთვის. ამავე კომიტეტში მზადდებოდა დებულებები სასამართლოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გ. რცხილაძე, გრუზენბერგი და ბარხუდაროვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
ალ. ლომთათიძე პასუხობს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ (1919 წლის 8 სექტემბერი, N1) კორესპონდენტის შეკითხვებს მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობაზე: მიუხედავად იმისა, რომ მთიელები საკმაოდ დაცილებული არიან ევროპულ კულტურას, თუკი მათ მიეცემოდათ საკუთარი ბედის გამგებლობის საშუალება, თანდაყოლილი ჭკუა-გონების წყალობით ისინი სწრაფად შეძლებდნენ საერთო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე კორეპონდენტთან ინტერვიუში მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობდა. ქართველი პოლიტიკოსი ინტერვიუში კავკასიელ მთიელთა ისტორიულ თავისუფლებისმოყვარეობასა და ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა და ამის საუკეთესო ნიმუშად იმამ შამილს მიიჩნევდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლ მაისს (ახალი სტილით) ყვირილაში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე სიტყვა წარმოთქვეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ყვირილის სოციალ-რევოლუციური კომიტეტიდან – ვალერიან ბაქრაძემ (ქართულად), იაზონ აბაშიძემ (რუსულად), კარლო ჩხეიძემ წაიკითხა ლექსი ქართულად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისს ბორჯომში ჩასულ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდნენ: ქალაქისთავი ვ. ღლონტი, ახალციხის სამაზრო ერობის თავმჯდომარე ნიკოლაიშვილი და დიდძალი საზოგადოება. იგი ბორჯომიდან აბასთუმანში გამგზავრა, სადაც ადგილობრივ მუსულმანთა დელეგაციას ესაუბრა. მათ მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მოთხოვნებზე ყურადღებისთვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის კონკურსის გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო პრემიები: პირველი ადგილისთვის 125 000 მანი, მეორესთვის – 100 000, მესამისთვის – 75 000.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს შავი ქვის მრეწველთა საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჭიათურაში გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის აგება იყო დაგეგმილი. ხარჯი ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ უნდა დაეფარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 22 ივლისს ბათუმიდან დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის დირექტორი სიმონ გეგელაშვილი და ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი სიმონ ჯაფარიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან. მან მოიარა ჭიათურა, ზესტაფონი, ქუთაისი, ტყიბული, ხონი, მარტვილი და სამტრედია, სადაც წაიკითხა მოხსენებები საქართველოსა და ამიერკავკასიის საერთაშორისო მდგომარეობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბერს შავი ქვის მრეწველთა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის შედგენაზე.