ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 12 ნოემბერს გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრება სასოფლო სამეურნეო საჭიროებათა შესახებ, რომელმაც განიხილა გიორგი ჟურულის მოხსენება კოოპერატიულ ამხანაგობებზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო თავართქილაძის მოთხრობა „იგი ომშია“.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-05 წლებში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე დრამატული საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საქმეებში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 6 ივნისს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკოლოზ სიხარულიძის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად წარმოდგენა გამართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია ირაკლი ჯაბადარის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი სადგურ ჰაჯიყაბულის თეატრის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი კომედია „მე მოვკვდი“ ნიკო სიხარულიძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სურამის კლუბის დარბაზში ადგილობრივმა დასმა წარმოადგინა ერთმოქმედებიანი დრამა „პირველი და უკანასკნელი კოცნა“ გრ. სულიაშვილის, ნანა ყაჭეიშვილისას და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სანდრო შონიას წერილი ნიკოლოზ ადამიას გარდაცვალების გამო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი თბილისიდან კისლოვოდსკში გეგმავდა გამგზავრებას.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივნისში იუზა ზარდალიშვილი და ანა შოთაძე ხაშურის დრამატულმა წრემ ერთი თვით მიიწვია.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკო ადამია 1915 წლის 20 მაისს ტუაფსეში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლის იუბილე ნოემბერში უნდა აღენიშნათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილი მონაწილეობდა სტავროპოლის საკომერციო კლუბში გამართულ მუსიკალურ საღამოში.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „დაბა-სოფლის მოღვაწენი (ნიკოლოზ სიხარულიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ IV ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ისაკოვის ლექსი „მე მას დავეძებ“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მგოსან-დრამატურგი კონსტანტინე რომანოვი“.

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ სიხარულიძემ თეატრში მუშაობა 1894 წელს დაიწყო.

1879

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1879 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა ბიძა მახარობელ ქუჩუკაშვილი.

1879

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1879 წელს შიო მღვიმელს ჰყავდა დეიდა, ბესო თედეშვილის მეუღლე.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ჯავაში ჩასულმა შიო მღვიმელმა მამამისის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს დეიდამისმა უთხრა, რომ მისი ოჯახი ჯავაში იყო გადასული საცხოვრებლად.