ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45314

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრებამ დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა, სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მიეღოთ.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად დანიშვნა სთხოვა. მას უკვე ჰქონდა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის შემდეგ კიევის გიმნაზიის დასრულებამდე დავით კლდიანშვილი ყოველ ზაფხულს სტუმრობდა საქართველოს.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 22 მაისს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის იურიდიული შინაარსის სტატიის „ნოტარიული დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ მესამე ნაწილი.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 19 მაისს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის იურიდიული შინაარსის სტატიის „ნოტარიული დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ მეორე ნაწილი.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 17 მაისს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის იურიდიული შინაარსის სტატიის „ნოტარიული დებულების 168-ე მუხლი და მისი გამოყენება თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ“ პირველი ნაწილი.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 22 აპრილს საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 22 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 4 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელისა და რაფიელ ერისთავის მონაწილეობით სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 4 აპრილს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძე და ალექსანდრე საგინაშვილი საგურამოში დაპატიჟა, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე და იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეც ჰყავდა მიწვეული.

1875

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1875 წლის მარტის დასაწყისში ეკატერინე გურამიშვილსა და დიმიტრი სტაროსელსკის მეოთხე ვაჟი, ვსევოლოდი, შეეძინათ.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სახლ-კარისა და მოსავლის დასახედად საგურამოში ავიდა.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძისა და ბანკის დირექტორების ხელმოწერით გაზეთებში 1876 წლის 1-ელი იანვრისთვის შედგენილი თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი დაიბეჭდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გაიხსნა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 3 თებერვალს გამართულ სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ კრების წევრებს საბანკო საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნო.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 30 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას, რომელზეც საწევრო გადასახადებისა და ბანკის წევრად მიღების საკითხები განიხილეს.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ეტლია ბებურიშვილის მონაწილეობით კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში სალიტერატურო საღამო გაიმართა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას დაესწრო, რომელზეც ბანკის წესდების საკითხები განიხილეს.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 6 იანვარს თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო, ამიტომ სიმამრის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლიდან 1896 წლამდე ზაქარია ჭიჭინაძემ 200-ზე მეტი ქართული წიგნი გამოსცა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ალექსი ჭიჭინაძემ სწავლა დაამთავრა და ქუთაისში კერძო პირველდაწყებითი სასწავლებელი გახსნა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის გაზაფხულზე მსახიობმა ეფროსინე ყიფიანმა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“ წაიკითხა, კორდელიას როლი ისწავლა და სცენაზე მისი თამაშის სურვილი გამოთქვა.