ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, ვისაც საბებიო ინსტიტუტში სურდა სწავლა, განცხადება სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებლის, რ. ანდრონიკაშვილის სახლში უნდა მიეტანა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ ზაქარია გრიქუროვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 ივლისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავის ხუთმოქმედებიანი კომედია „დავა“ გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა განცხადება ალექსანდრე ჭიჭინაძის ორკლასიან სასწავლებელსა და პანსიონში მოსწავლეთა მიღების წესების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის (ჭიჭინაძის) სტატია „ძველებური ამბავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის სტატია „ქოროღლი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ ზაქარია ჭიჭინაძისგან საჩუქრად მიიღო პატარა წიგნი „ლექსთა კრება, ანუ საჩუქარი ქართველ ყმაწვილებს“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილი სკოლებისთვის პატარ-პატარა ადვილად საკითხავი წიგნების გამოცემას გეგმავდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 20 ივლისის „დროების“ ცნობით, რ. ანდრონიკაშვილი კავკასიის სამოქალაქო საექიმო უწყების გამგებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსთა კრებული თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაშიб, იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 ივლისის „დროების“ ცნობით, ივანე კერესელიძის ლექსთა კრებული თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ ნიკოლოზ ერისთავის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივლისის „დროებაში“ რაფიელ ერისთავი წერილი „უფალო რედაქტორო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 15 ივლისის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივლისის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „დიდიაგაჩი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივლისის „დროებაში“ ზაქარია მთაწმინდელის ფელეტონი „ბერი ექვთიმეს მიგებება სომეხთა მოძღვრისადმი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ივლისის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 ივლისის „დროებაში“ მიხეილ ჯორჯაძის ფელეტონი „საყველ და პურე ამბები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 12 ივლისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსების ყველა კრებული გაიყიდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ივლისის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ფელეტონი „ჩაილდ-ჰაროლდის სიმღერა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ლექსის „ვიხილე სატრფო“ განსხვავებული ვარიანტი („ვნახევი სატრფო იგი ცრემლს ღვრიდა“) გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის ლექსი „მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით...“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ I ნაწილი დაიბეჭდა.