რეგისტრირებული ფაქტები45313
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა თ. კიკვაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოთის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული კესარია ნესტორის ასული ჭანტურაია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ჭრა-კერვის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიმნაზიადამთავრებული გრიგოლ სტეფანეს ძე გაბელია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიმნაზიადამთავრებული კონსტანტინე დავითის ძე გუგუნავა 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული მამანტი თეოფანეს ძე კაჭარავა 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფილიპე ალექსის ძე ჩოჩია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ტატიანა იოსების ასული პიტლიარსკაია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კიევის უნივერსიტეტის სტუდენტი ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის სტუდენტი სერგო ალექსის ძე კაჭარავა 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი განათლების მქონე მარგალიტა სტეფანეს ასული გაბილია 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკო მიხეილის ძე მიმინოშვილი 1916 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული – მიტროფანე ბესარიონის ძე ხოშტარია 1916 წელს დაარსებულ აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს არჩილ სტეფანეს ძე სულავა 1902 წელს დაარსებული აბაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პანთეონის სავანეს გამგე კომისიის არჩევა და გ. ნ. ყაზბეგის მიერ წარმოდგენილი ინსტრუქციის დამტკიცება. გამგეობამ სავანეს მართვა-გამგებლობის ინსტრუქციით პროექტი დაამტკიცა და სავანეს გამგე კომისიის წევრებად აირჩია ვ. ბურჯანაძე და ი. გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებული ნადეჟდა აბესალომის ასული აბდუშელიშვილი ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს იოსებ ივანეს ძე ოცხელის გარდაცვალებაზე. იგი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა, განსვენებულის ძმებისთვის სამძიმრის დეპეშა გაეგზავნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლუკა ანტონის ძე კელენჯერიძე ზესტაფონის უმაღლეს დაწყებით საშუალო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ქარვასლის მართვა-გამგებლობის შესახებ. ითხოვდნენ 1-ლი იანვრიდან ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის საჭიროებისთვის დაჭერილი ოთახების ქირად თვეში 720 მანეთის ნაცვლად 344 მან. და 50 კაპ. გადაეხადათ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1918
ტიპი: თანამდებობა
მაღალი განყოფილების სკოლის პედაგოგის ცენზის მქონე ალექსანდრე იუსუფის ძე შჩეპანსკი 1918 წელს ზესტაფონის უმაღლესი საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გრ. ორბელიანის ლექსების შეძენის შესახებ. სექციამ დაადგინა, შეეძინათ გრ. ორბელიანის ლექსები და ამის შესახებ მოლაპარაკების გამართვა მემკვიდრეებთან მიენდოს შ. დედაბრიშვილს. გამგეობამ აღნიშნა, რომ ორბელიანის ნაწერების გამოცემის უფლება უკვე აქვს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და სექციის დადგინება უყურადღებოდ დარჩეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ ბეროს ძე ჟღენტი ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ლიტერატურულ ნაწარმოებთა გადათვალიერება ძველ გამოცემაში და იქიდან სიის შედგენა ქრონოლოგიურად. სექციამ დაადგინა, გამონახოს შესაფერი პირი და მიანდოს ამ ნაწარმოებთა ქრონოლოგიურად სიის შედგენა, ჰონორარად მიეცეს 2000 მანეთი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი იყო 1902 წელს დაარსებული ზესტაფონის უმაღლესი დაწყებითი სააწავლებლის გამგე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაფიელ ერისთავის ნაწერების შეძენის საკითხი და დაადგინეს, შეეძინათ. მოლაპარაკება მიანდეს შიო დედაბრიშვილს.