ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველ ივნისს შეიკრიბა კომიტეტი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მამაცოვმა წაიკითხა თავმჯდომარის, გიორგი ერისთავის განცხადება გადადგომის შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 31 მაისის „დროებაში“ ალალო თუთაევის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ თარგმნილი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ V ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 მაისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ ჟურნალად გადაკეთება სურდა, რომელსაც თვეში ერთხელ გამოსცემდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 28 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძეს ავადმყოფობის გამო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება სურდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ზუბალაშვილს ხშირმა წვიმებმა რამდენიმე ათასიანი მანეთის ზარალი მიაყენა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისს ქუთაისში ო. ტროცკის ხუთმოქმედებიანი კომედია „შემოსავლიანი ადგილი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანტონ ლორთქიფანიძე, ანასტასია მესხი და სხვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატიის „ქუთაისის ბანკის კრება“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მესამე სხდომა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ავალოვი, ლუარსაბ მაღალაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის განმგებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუკა ასათიანმა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თხოვნით, მათთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 19 მაისის „დროების“ ცნობით, ლუარსაბ ლოლუამ ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 მაისის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მეორე სხდომა, 15 მაისი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ ლუარსაბ ლოლუას სიტყვა დაიბეჭდა, რომელიც ქუთაისის ბანკის კრებაზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ღოღობერიძის სიტყვა, წარმოთქმული ქუთაისის ბანკის კრებაზე.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ბარბარე ჯორჯაძის შედგენილი ქართული წიგნი „სამზარეულო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროებაში“ პავლე თუმანიშვილის სტატია „პასუხი უ. ა. ჭიჭინაძესა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა ვახტანგ თულაშვილი ხაზინადრად დანიშნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა მდივნად ნიკოლოზ ქანანოვი დანიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 მაისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ლონდონის მაწანწალები“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.