ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში ახალი „ლექსთა კრებული“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე დავით აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ბანკის მოქმედებებში, მათ ეს საკითხი ზედამხედველობის კომიტეტთან უნდა გაერკვიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 მაისის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელი საქმიანი ვიზიტით პეტერბურგში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 11 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საზოგადოება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსი ჭიჭინაძის სტატია „პასუხი უ. პ. თუმანიშვილს“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 მაისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახალს რასმე აღმოსავლეთის საქმის შესახებ...“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს მიხეილ კლიმიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და ესტატე ბუზიაშვილი აწერდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 აპრილის „დროებაში“ ნიკოლოზ ერისთავის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 აპრილის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით, ე. კასუმოვი დააყაჩაღეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 28 აპრილის „დროების“ ცნობით, ანტონ ფურცელაძე ივანე ავალიშვილის მოადგილედ აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 26 აპრილი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის უფროსის არჩევანი“.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 26 აპრილს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს იმ კომისიის წევრად, რომელსაც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთში გაყვანისთვის საჭირო საბუთების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ევალებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც ბაქო-თბილისის რკინიგზის კახეთზე გატარების საკითხი განიხილეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 აპრილის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსები დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც ბანკის 1877 წლის ანგარიში განიხილეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამწესებელათა კრებაზე ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად ვახტანგ ორბელიანი და ვახტანგ თულაშვილი აირჩიეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამუზნებელთა კრებაზე ბანკის დირექტორად ალექსანდრე ჩოლოყაშვილი აირჩიეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის სტატია „ქუთაისი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 აპრილის „დროების“ ცნობით, ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი ოსმალებთან ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის წმ. ვლადიმირის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 აპრილს გაზეთ „Обзор“-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „საზოგადოების სწავლული ექსპლოატატორები“, რომელშიც ილია ჭავჭავაძისა და ბესარიონ ღოღობერიძის საბანკო პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა „ირაკლის პირველი დრო“, რომლის ფასი 6 შაური იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, პოლიევქტოს კარბელაშვილმა რუსი მწერლის კომედია ქართულად თარგმნა.