რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ოლღა ანანიას ასული კალანდაძე, ქუთაისის დედათა საეპარქიო სასწავლებლის კურსდამთავრებული, 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხონის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ათანასეს ძე ფოცხიშვილი 1916 წელს დაფუძნებულ ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ივანეს ძე ქორიძე 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის კურსდამთავრებული პოლიკარპე ილარიონის ძე კინწურაშვილი 1916 წელს დაფუძნებული ხიდისთავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული შოპაკატ გიორგის ძე დოვლათბეგიანი სიღნაღის სომხური უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ს. არტემის ძე ოგანეზიანი სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ელისაბედა ამირანის ასული შავერდოვი, ბაქოს გიმნაზიის კურსდამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული გრიგორი ალექსანდრეს ძე გოძიევი სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ალექსანდრე მნაცაკანის ძე აბრამიანი სიღნაღის სომხური უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919წ. 10 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების მინისტრს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებულიყო მისი თხოვნა 440 მან. მიცემის შესახებ. რადგან ან. ჭავჭავაძეს შეიძლება ინფორმაცია დროზე არ მიეწოდებინა, ის ითხოვდა, რომ განაკარგულება მისთვისაც ეცნობებინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მარტს ივანე ზურაბის ძე ბარკალაიამ განათლების სამინისტროს წერილობით აუწყა, რომ 1915 წლის გაზაფხულზე მან და ათანასე ნემცანმა დაიწყეს თელავის ორკლასიანი სასწავლებლის შენება. საბოლოოდ კი მთელი ვალდებულების შესრულება თვითონ მოუწია, რადგან ნემცანმა უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე და სადღაც გადაიკარგა, ამიტომ მას მოუწია არა ერთი, არამედ ორი შენობის აშენება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტრომ თელავის ორკლასიანი სკოლის გამგეს ან. ჭავჭავაძეს წერილი გაუგზავნა და დაავალა სისრულეში მოეყვანა დირექტორის დადგენილება ივანე ბარკალაიას შესახებ. თუ სასწავლებელი ვერ შეძლებდა 440 მანეთის გადახდას, მაშინ შუამდგომლობა უნდა აღძრულიყო ქალაქის თვითმართველობის წინაშე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ განიხილა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორის თხოვნა და ნება დართო გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ბარანოვსკისთვის გადაეცათ დახმარების სახით 1600 მანეთი სასწავლებლის სპეციალური თანხიდან, გიმნაზიაში პალტოს დაკარგვის გამო ზარალის ასანაზარაურებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 თებერვალს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის სხდომაზე დაადგინეს აღძრულიყო სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე შუამდგომლობა, რათა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტს ნება მისცემოდა გაეღო გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 1600 მან. მასწავლებელ ბარანოვსკისთვის შემწეობის აღმოსაჩენად.
1920
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის თქმით, გიმნაზია იურიდიულად ვალდებული არ იყო ეზღვია გიმნაზიის პედაგოგის ნ. ნ. ბარანოვსკის ზარალი, რადგან როგორც გამოძიებიდან გაირკვა, ბარანოვსკი იქ მისულა იმ დროს, როდესაც გიმნაზიის დარაჯი არ მდგარა თავის პოსტზე და არც უნდა მდგარიყო. მაგრამ ზნეობრივად გიმნაზია ვალდებული იყო დახმარება გაეწია დაზარალებული მასწავლებლისთვის, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ზედი-ზედ სამი პალატო დაკარგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტრო გაეცნო თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმების ამონაწერს, სადაც გიმნაზიის მასწავლებელი ნ. ნ. ბარანოვსკი ითხოვს შემწეობას, რადგან მას პალტო გიმნაზიის შენობაში დაეკარგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ მარტს განათლების სამინისტრომ განიხილა თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორის თხოვნა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ბარანოვსკისთვის დახმარების სახით 1 600 მანეთის მიცემის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: საპატიო თავმჯდომარე გ. ნიკ. ყაზბეგი, ქრ. შარაშიძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, ი. ვართაგავა, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფოთის მილიციელთა კავშირის გამგეობის თხოვნა მილიციის ახლად გახსნილი სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის 150 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ კანცელარიის თანამშრომელი ა. გძელიძე გიმნაზიისთვის მომზადებას იწყებდა. წიგნების შესაძენად მას 200 მანეთი სჭირდებოდა, რასაც ავანსად ითხოვდა. გამგეობამ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის კიოსკის ყოფილი გამგისა და პასუხისმგებელი ნოქრის კოპალეიშვილის თხოვნა კუთვნილი სალიკვიდაციო ფულის (11928 მანეთი) მიღების შესახებ. გამგეობის ცნობით, სამტრედიის განყოფილებას ლიკვიდაციის შემდეგ წიგნების კიოსკი თავისი ქონებით ქალაქის გამგეობას გადაეცა, რომელიც ხელწერილის თანახმად მოვალე იყო დანიშნულ ვადაში გადაეხადა განყოფილების ვალები. 15 ნოემბერს გამგეობას უნდა გადაეხადა 20058 მანეთი 42 კაპიკი. აქედან კოპალეიშვილისთვის უნდა მიეცა 11928 მანეთი. გამგეობის განჩინებით გადაწყდა, განმეორებით მოეთხოვოს პასუხი ქალაქის გამგეობას, რა მიზეზით არ აკმაყოფილებდა კოპალეიშვილს კუთვნილი ფულით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გეგმის პროექტი წიგნის აგენტების შესახებ. გეგმის შედგენა მინდობილი ჰქონდა ვარლამ ბურჯანაძეს. გამგეობამ გადაწყვიტა, წარმოდგენილ ტექსტში შეეტანათ შესწორება და აღენიშნათ, რომ სახალხო საკითხავი წიგნები მიეცემოდათ აგენტებს საკომისიოდ და ფული განაღდებისთანავე ნაწილ-ნაწილ უნდა გადაეხადათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ახვლედიანის „რუსული ენის მოკლე გრამატიკის“ დაბეჭდვის საკითხი განიხილეს. გამგეობამ გადაწყვიტა, 8 000 წიგნი დაებეჭდა. ახვლედიანმა ავანსად 5 000 მანეთი მიიღო.