ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „საბჭო: ერი ჰააა!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „მნათობის სიკვდილი“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმად „მნათობის“ რედაქციამ ჟურნალის გამოცემა შეწყვიტა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ჟურნალ „კრებულის“ №5-6-ში დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის („სკანდელის“ ფსევდონიმით) წერილი „გლახის ნაამბობზე“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ თავის დას, ნინოს, მისწერა, რომ საბანკო საქმის შესწავლაზე ბანკები უარს ეუბნებოდნენ და მოსკოვში კიდევ მოუწევდა დარჩენა, ამიტომ ყვარლის მამულის მოსავლის ნაწილის გაყიდვა და 200 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან პეტერბურგში მყოფ ვასილ მაჩაბელს წერილი მისწერა, რომ დიმიტრი ყაზბეგის დატოვებული წიგნები და საქმიანი მიმოწერის ფორმები გაეგზავნა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ჟურნალ „კრებულის“ №7-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები და რაფიელ ერისთავის წერილი „ქართული სახალხო პოეზია“, რომელშიც ავტორი დადებითად აფასებს ილიას წამოწყებულ საქმეს – ფოლკლორული წყაროების შეკრებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის აგვისტოში ჟურნალ „კრებულში“ ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი გლეხური სიმღერები, „აჩრდილის“ XVII თავი და ლექსი „პარიჟი“ დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს (მოსკოვიდან ბაქოში) წერილით აცნობა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად არც ერთ ბანკში არ უშვებდნენ და თავისი დატოვებული თანხის ნაწილის გაგზავნა სთხოვა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „უმე!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ბესარიონ ღოღობერიძის წერილი „ქუთაისის ბანკის საქმე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „სპარსეთის შაჰი პარიზში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 27 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ბეს. ღოღობერიძის ტიტინი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში ქვისლის, დიმიტრი სტაროსელსკისგან სახელობის დღის მისალოცი დეპეშა მიიღო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი ბესარიონ ღოღობერიძის წერილისა „მოთხრობა ჩემის ოინობისა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქუთაისის ბანკის საქმე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „პასუხი იაკინთე ყიფიანს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ სიმონ სტაროსელსკისთვის გუვერნანტ ქალს ეძებდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე არქეოლოგიური ნიმუშების შესასწავლად აჭარაში გაემგზავრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 13 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „გაკვრა-გამოკვრა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 13 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში მყოფ ოლღა გურამიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ლიცეუმის დირექტორიპავლე ლეონტიევი დათანხმდა, მისი დისშვილი, სიმონ სტაროსელსკი ლიცეუმში მიეღოთ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილის წერილი „ბეჟანიანი, ძველი მწერლობა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ნურაფერს-უკაცრავად“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს ნ. სკანდელის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები, ქუთაისი, 1 ივლისს“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტის შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად პეტერბურგიდან გიორგი ორბელიანმა 24, ხოლო ვანო მაჩაბელმა 3 მანეთი შესწირეს.