ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ადგილობრივ ქართულ გაზეთებს უვარგისად თვლიდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნ. ნიკოლაძე გაზეთ „ობზორის“ რედაქტორი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 თებერვლის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელეტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ანდრია მრევლოვმა თავისი შედგენილი საეკლესიო გალობის ნოტები მიხეილ მაჭავარიანს გადასცა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ მეჯვრისხევში, მოსე ნათაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ საქაშეთში, ნიკოლოზ დიასამიძის მაღაზიაშ, იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ ცხინვალში, ივ. თაქთაქოვის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ ფოთში, ელიზბარ ბაბალოვის მაღაზიაში, იყიდებოდა

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ ქუთაისში, სვ. ცერცვაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ ქუთაისში, იაკობ ოჰანეზოვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ თბილისში, ალექს ჯიმშეროვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ თელავში, იოსებ კუზმანაშვილის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ზარგაროვს თბილისის გამგეობამ ქუჩებიდან მკვდარი საქონლის მოგროვება და ქალაქგარეთ დამარხვა დაავალა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი სომხეთის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მორიგების პირობათა შესახებ. აი რა პირობები დაუდვია...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯორჯ ლეთროპის ნოველის „გარიყული“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა. ნოველა შეცვლილი სათაურით „უბინაო კაცი ნიუ-იორკში“, ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 2 თებერვლის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „დუხაბორიიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძემ ჟურნალიდან ''Пчела'' სერბი მწერლის, ჯურა იაკშიჩის მოთხრობა „შვილი მოხუცებულის გამზისა“ თარგმნა. ჟურნალში ტექსტი უავტოროდ იყო დაბეჭდილი, ამიტომ ილიამაც არ მიუთითა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი და გამოცემული ქართული ხალხური სიმღერების კრებული შაური ღირდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძეს ძველი ქართული წიგნების სიის დაბეჭდვა სურდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს წესდების პროექტი, რომლის წარდგენა მეფისნაცვლის კანცელარიაში დიმიტრი ყიფიანს, ილია ჭავჭავაძესა და ბესარიონ ღოღობერიძეს დაევალათ. ამ წესდებით საზოგადოება 1907 წლის მარტამდე მოქმედებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის სახლში გამართულ სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი განიხილეს. პროექტი დასამტკიცებლად მთავრობაში ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და ბესარიონ ღოღობერიძეს უნდა წარედგინათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე საგინაშვილი 30 იანვარს გრიგოლ ორბელიანის სახლში დანიშნულ კრებაზე მიიწვია.