ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48943

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ნოემბერს ნიკოლოზ ლიხაჩოვმა თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, რომ დახმარება გაეწია ლითოგრაფ იაკობ უტვენკოსთვის, რომელსაც თამარ მეფის სურათის დაბეჭდვა სურდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „შრომაში“, ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ ესტატე მჭედლიძის რეცენზიის გაგრძელება დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11) დაიბეჭდა ი. ბაქრაძის პოემა „საწყალი გიგა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N11; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ ისმოდა ეკლესიებში, არ ისწავლებოდა სკოლებში. ასეთ სიტუაციაში ავტორს ქართული ენის გადარჩენის ერთადერთ ადგილად ქართული თეატრი მიაჩნდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. წერილში ავტორი წუხდა ქართული პიესებისა და იმ ფინანსების სიმცირეზე, რომელსაც დასი უნდა შეენახა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ერთობლივი განცხადება ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის გამოცემაზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე ილია ჭავჭავაძე 25 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე სერგეი მესხი 100 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი წერს ქართული ეკლესიის მსახურთა გაუნათლებლობაზე და წუხილს გამოთქვამს სასულიერო სემინარიის სასწავლო კურსიდან დედა-ენის, საეკლესიო ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ამოღების გამო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ალექსანდრე ყაზბეგის (ა. მოჩხუბარიძის ფსევდონიმით) მოთხრობა „ელისო“ (მოთხრობა ჩეჩენთ ცხოვრებიდან).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათების“ (ქართველი ქალი) გაგრძელება, ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“ და იოსებ ბაქრაძის ლექსი „სიმღერა მთესველისა“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი ქართველ სახელმწიფო მოხელეებს ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის უცოდინრობის გამო აკრიტიკებდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს, რომელშიც თავის მოურავ დავით ციციშვილს ქალაქში ჩასვლას სთხოვდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის რეცენზია ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ილია ჭავჭავაძის „შინაურ მიმოხილვას“ დაეთმო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, კერძო სკოლის თხოვნა მერხებით მომარაგების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების თაობაზე.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გიორგი ქართველიშვილი საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, დაეკმაყოფილებინათ გუბერნატორის მოთხოვნა ხელთუბნის სკოლასთან დაკავშირებით ქშწ-კგ საზოგადოების მიერ მიღებული დადგენილების რუსულად თარგმნისა და გაგზავნის თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თანხის მიღების თაობაზე ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის წერილობით ინფორმაციას გაეცნენ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს საქმისმწარმოებლის ინფორმაცია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების წიგნებითა და სასკოლო ნივთებით მომარაგების შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის სტატია „საისტორიო სკოლა და საისტორიო საზოგადოება“ თანამედროვე ცხოვრებისთვის წარსულის შესწავლის მნიშვნელობის შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ოქტომბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1882 წლის ოქტომბერში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და შეატყობინა, რომ უკმაყოფილო იყო მოურავის საქმიანობით და მის დათხოვნას აპირებდა.