ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლიდან ბიბიკოვისას დათხოვა სურდათ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროების“ ცნობით, ბიბიკოვისა ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს თეოფილე კანდელაკი სოფელ ქვემო მაჩხაანის სკოლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878-1900 წლებში მოსე ჯანაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მუშაობდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პირველ კლასში გადავიდა.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ვასილ კოპტონაშვილი 11-12 წლის იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

ვასილ კოპტონაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჯავახეთის უღელტეხილმა 60 კაცი იმსხვერპლა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეორე მოსამზადებელ კლასში ქართულის მასწავლებელი იყო პოლიევქტო კვიცარიძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ელ იანვარს გასაყიდად უნდა გამოსულიყო გიორგი თუმანიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ალმანახი“, რომელიც ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებში 2 აბაზად გაიყიდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მდებარე სოფლებისა და ქალაქების სახელწოდების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“ და წიგნიდან „სამი თვე ოსმალოს საქართველოში“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია ოსმალოს საქართველოში მცხოვრებ თავადზანაურთა გვარებისა და მათი დამოკიდებულების შესახებ, რომელიც ამოღებულია რაფიელ ერისთავის სტატიიდან „ცნობანი ოსმალოს საქართველოზე“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 29 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში- ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ალექსი ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით 1878 წელს გამოუშვებდნენ ახალ გაზეთს „სასოფლო გაზეთი“, რომლის რედაქტორი და გამომცემელი პეტრე უმიკაშვილი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ გიორგის ძე კარბელოვის მიერ აღწერილი გორის მაზრის სოფელ ჭალის ღვთისმშობლის მიძინების „გულანზედ“ წარწერანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) იუწყება, რომ სიღნაღიდან მიიღეს ინფორმაცია, მაზრის მმართველი როგორ ცდილობდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და მოსახლეობისთვის ახსნას, რომ მათი ხმა საჭირო და აუცილებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კანონის შემოღება ურმის ბეგარის თაობაზე ბევრი ჭირისა და განსაცდელისგან იხსნიდა გლეხებს, რადგან ეს ბეგარა მხოლოდ მამასახლისების ჯიბეებს ავსებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა თავისუფალი მამულების იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდა გლეხებს, რასაც ორმაგი ზარალი მოჰქონდა ქვეყნისთვის. მამულებს ხელში მოხერხებული მოვაჭრენი იგდებდნენ და დროულად არ იხდიდნენ მამულის იჯარას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

1877

ტიპი: მფლობელობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 432 მანეთი და 96 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ კახეთის თითოეულ სოფელში მოსახლეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიხსნა არაერთი სკოლა, რაც ძალზედ სასიხარულო ფაქტი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავში ძალიან გახშირდა ქურდობა და ავაზაკობა, პოლიცია კი ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ-მაიორს, განჯის გუბერნატორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს დიდი წვლილი მიუძღოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.