ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დირექტორმა, დიმიტრი უზნაძემ განათლების სამინისტროს პედაგოგიური მუზეუმის ნივთების თავის რწმუნებული სასწავლებლის ბინის სასარგებლოდ შენახვისა და გადატანის ნებართვა სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ქშწკგ საზოგადოების სკოლებში მასწავლებლის ადგილს თხოულობდნენ მარიამ სოფრომის ასული სახელაშვილი, სილოვან (ჭიჭიკო) სიმონის ძე ხუნდაძე, მიხეილ ივანეს ძე კიკნაძე, ოლღა ხაინდრავა-საბაშვილი, ვალერიან თუთბერიძე. მასწავლებლების ადგილები თავისუფალი იყო ყალამშის, გომარეთის, გერგეთისა და ატენის სკოლებში. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების დადგენილება საშუალო განათლების სავალდებულობის შესახებ გულისხმობდა, რომ განათლება საქართველოს რესპუბლიკის ყველა სასკოლო ასაკის მოქალაქისთვის, ორთავე სქესისთვის იყო სავალდებულო და უფასო. ვინც არ ისურვებდა სკოლაში სიარულს რესპუბლიკა მათზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებდა. სწავლების ორგანოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლა (4 წლიანი კურსით), ხოლო სასკოლო ასაკად 7-11 წლის ბავშვი ითვლებოდა. ამ საფეხურზე სკოლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განათლებას იძლეოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის უფროსი მასწავლებლის, მიხეილ ჩიქვინიძის ცნობა ვარიანის საზოგადოებისგან არჩეული 14 კაციანი კომისიის მიერ სკოლის ასაშენებლად შესფერისი ადგილის (ოთხასი კვადრატი საჟენი) მოძებნის შესახებ. საზოგადოება რწმუნებულის გაგზავნას და მშენებლობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდა. ყოველგვარი საჭირო მასალის საკუთარი ხარჯით მიზიდვას და ფიზიკურად დახმარებას სოფელი თავის თავზე იღებდა. გამგეობამ სასკოლო სექციის დადგენილების თანახმად, დათვალიერების საკითხი გადადო.

1918

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1918 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით რაბათის სკოლას მიეცა 100 მანეთის წიგნების დახმარება. სასკოლო სექციის დადგენილებით, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების ქართული სკოლის გამგეობის თავმჯდომარის დეპეშა განათლების მინისტრისა და გამგეობის მიმართ, რომელშიც ითხოვდა ახალციხის ერთადერთი ქართული სკოლის შენახვას. გამგეობის განჩინებით, უნდა შეგროვილიყო ცნობები განათლების სამინისტროში შუამდგომლობასთან დაკავშირებით და წიგნების საკითხი გადაედო, ვიდრე მიიღებდა საჭირო წიგნების ნუსხას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 31 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა განათლების მინისტრი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი; მთავარგამგეები: დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი და გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე; კანცელარიის დირექტორი ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი პეტრე მიხეილის ძე ჩარექიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, განახლდეს სწავლა ბათუმის სკოლაში, მასწავლებელ ალექსანდრე მგელაძეს მიენდო ბათუმში წასვლა და ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარის დახმარებით სკოლის შესანახად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ა. მგელაძეს ეს დავალება არ შეუსრულებია. განყოფილების თავმჯდომარე ელიავამ წარმოადგინა ბათუმში დარჩენილი განყოფილების წევრთა საგანგებო კრების ოქმი. სასკოლო სექციამ დაადგინა, მთავარმა გამგეობამ იკისროს ბათუმის ქართული სკოლის შენახვა, ვინაიდან იმ დროისთვის იქ ქართული სკოლის არსებობა მეტად საჭირო იყოს. ასევე დადგინდა, მიეცეს შუამდგომლობის თანახმად ყოველთვიურად 1600 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების შუამდგომლობა ქართული სკოლის შესანახად ყოველთვიურად 1600 მანეთის გადანახვის შესახებ. ერთი მასწავლებლის ჯამაგირად 600 მანეთი გაითვალისწინეს, დარაჯის ჯამაგირი – 320 მანეთი, გათბობის ხარჯი – 500 მანეთი, ნავთის განათება – 60 მანეთი, ელექტრონის განათება – 50 მანეთი, ორმოს გასაწმენდი – 30 მანეთი, ნაგვის გასატანი – 10 მანეთი, ცოცხი, ტილო, ქაღალდი და კალამი – 20 მანეთი. გამგეობის განჩინებით ბათუმის განყოფილების გამგეობას სკოლის შესანახად 3000 მანეთი გამოეყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 26 ივლისს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე ონის ერობას სთხოვს, აცნობონ, პირველ რიგში რომელ პუნქტებში უნდა გაიხსნას დაწყებითი სასწავლებლები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: ვ. ბურჯანაძე, წევრები: იპ. ვართაგავა, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

სკოლის გამგე ტრიფონ სანებლიძისა და მასწავლებელ ანტონ ავალიანის ანგარიშის მიხედვით, 1919 წლის 21 მაისს დამთავრდა სწავლა ხონჭიორის ორკომპლექსიან სასწავლებელში. I განყოფილებიდან მეორეში გადავიდა 21 მოწაფე, მეორიდან მესამეში – 6; მესამედან IV განყოფილებაში – 13; დაამთავრა სამმა მოწაფემ. მოწაფეთა მცირერიცხოვანი გადაყვანა იხსნებოდა ჯერ ისპანკის, შემდეგ შავი ჭირის გავრცელების გამო 4 თვით სწავლის შეწყვეტით. ეს ეცნობა მ. გავაშელს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, კელენიკე ქავთარაძე, კირილე ნინიძე, თავმჯდომარეობდა თევდორე კიკვაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ივლისს კონსტანტინე გამსახურდიამ გერმანიიდან საქართველოს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ვუკოლ ბერიძეს მისწერა, რომ ვასო სადათერაშვილისა და კონსტანტინე გელაზარიშვილისთვის გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად თანხა გამოეყოთ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის საგანგებო მინდობილობათა მოხელე ხაჭაპურიძემ სიმონ სილიბისტროს ძე უჩანეიშვილი განათლების სამინისტროს წინაშე საზღვარგარეთ სასწავლებლად გასაგზავნ სტუდენტთა სიაში ჩასაწერად წარადგინა. სწავლის ხარჯებს თვითონ გაიღებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 ივნისს ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა ტრიფონ ჯაფარიძემ განათლების სამინისტროს თავისი გიმნაზიის მოსწავლე ნინო ზაქარიას ასული ღვალაძის საზღვარგარეთ სასწავლებლად გასამგზავრებელ სტუდენტთა სიაში ჩაწერა სთხოვა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ე. ს. არუთინოვას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 348 მანეთი და 33 კაპიკი მოემტა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ მ. ვ. ფლორინას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 253 მანეთი და 49 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ რ. კ. მელიქ-ადამიანს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 287 მანეთი და 50 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ კ. ი. დრაგომირეცკაიას იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 429 მანეთი და 16 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ დ. ვ. დემჩენკოს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. კ. გაუსმანს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ივნისს კონსტანტინე გაბარაშვილმა განათლების სამინისტროს სთხოვა, საზღვარგარეთ გასამგზავრებელ სტუდენტთა სიაში ჩაეწერათ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის სანიმუშო მოსწავლეები: ე. დევიძე, ნ. ბერულავა, ნ. ცაგარეიშვილი და ნ. დელბიში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ე. ვ. მესხს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 345 მანეთი და 83 კაპიკი მოემატა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ა. ა. ბოგოიავლენსკის იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.