ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკს სესხის გასაცემად დანიშნული ჰქონდა 10 600 მანეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ელ ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკმა ქალაქის მამულებზე 18 წლითა და 7 თვით გასცა გრძელვადიანი სესხი 40 500 მანეთის ოდენობით.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ელ ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკმა ქალაქის მამულებზე გასცა გრძელვადიანი სესხი 420 800 მანეთის ოდენობით.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ელ ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკმა სოფლის მამულებზე გასცა გრძელვადიანი სესხი 453 400 მანეთის ოდენობით.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში მთავრობისგან გარანტია მინიჭებული თანხა 3919 მანეთი და 4 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის სახელმწიფო განყოფილების ანგარიშზე 68 179 მანეთი და 59 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკმა საწევრო თანხა 30 მანეთი შეიტანა თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოებაში.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში თბილისის კომერციის ანგარიშზე 457 მანეთი და 53 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის, კერძოდ, სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 42 328 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ანგარიშზე ნაღდი ფულის სახით 625 მანეთი და 67 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში მთავრობისგან გარანტია მიუნიჭებელი თანხის სახით 300 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქუთაისში არსებული მიხაილის აზნაურობის საადგილმამულო ბანკის სარგებელი მოკლევადიანი სესხიდან 1877 წლის 1-ლი ივლისისთვის 4343 მანეთი და 89 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 ივნისს კოტე სანინელთან ერთად სვანეთისკენ გაემართა სვანეთის პოლიციის პრისტავი ზაქარია ჯორჯაძე, თარჯიმანი ბაქრაძე და პოლიციის პროპორჩიკი სამთელაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია შავშეთზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 30 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ხმა ლოპიანას საფლავიდან“.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 27 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა და რუსთა გაერთიანებული რაზმი ზაიმისკენ დაიძრა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ პეტრიაშვილი ოდესაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსი, რომლებიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურებით „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლებს ღვრიდა...“ და „სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „კავთობა სოფელ კურდღელაურში“. სტატიიდან შეგვიძლია გავეცნოთ ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის მიერ მონათხრობ ისტორიას „კავთობის“ შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“ 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.