ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს ქალაქ რიგიდან მისწერა, რომ იქაური პრესა მკითხველს ან მხოლოდ ბერლინისა და პარიზის გაზეთებიდან გადმობეჭდილ ცნობებს აწვდიდა, ან რუსეთის ცნობათა სააგენტო „ტასსის“ გადმოცემებით სარგებლობდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს სთხოვა, თუ სოფლის მუზეუმისთვის გამოსადეგი მასალები ან ექსპონატები ჰქონდა, შალვა ტარასის ძე თავართქილაძისათვის გადაეცა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ, ვ. კვაჭაძემ, ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სოფლის მუზეუმისთვის გამოყოფილი იყო შენობა (სამი ოთახით) და დაწყებული იყო მისი მოსაწესრიგებელი სამუშაოები. მასალებისა და ექსპონატების შეგროვება შალვა ტარასის ძე თავართქილაძეს ჰქონდა მინდობილი.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წლის 28 მარტს ბახვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ვ. კვაჭაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ ერთ თვეში გიგო შარაშიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე ჩატარდებოდა, მისი ბიუსტი დაიდგმებოდა და სასოფლო ბიბლიოთეკას გიორგი შარაშიძის სახელი მიენიჭებოდა.

1959

ტიპი: ავტორობა

1959 წლის 21 ივლისს აკაკი შანიძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ სახელმწიფო წიგნის პალატას 1960 წლისათვის განზრახული ჰქონდა „ბიბლიოგრაფიის მოამბის“ მორიგი ნომრის გამოცემა და შეახსენა, ეცნობებინა, რა თემაზე და რა მოცულობის სტატიას მოამზადებდა, რათა დასაბეჭდად გაეთვალისწინებინათ.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და იროდიონ სონღულაშვილმა გააფორმეს ოქმი, იმის თაობაზე, რომ ქრისტინე შარაშიძემ, როგორც საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა, იმავე მუზეუმის ხელოვნების განყოფილებისგან ჩაიბარა 125 ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი.

1959

ტიპი: ღონისძიება

1959 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო მოსაწვევი ბარათი სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტისა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაერთიანებულ სხდომაზე დასაწრებად, სხდომა იოსებ ყიფშიძის ხსოვნას ეძღვნებოდა.

1958

ტიპი: ღონისძიება

1958 წელს ქრისტინე შარაშიძემ მიიღო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX სამეცნიერო სესიის მოსაწვევი ბარათი. სესია ამავე წლის 24, 25 და 26 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს ქრისტინე შარაშიძემ საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო მოსაწვევი ბარათი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის XXX წლისთავისადმი მიძღვნილ სესიაზე დასასწრებად. სესია შეწყდა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას გარდაცვალების გამო, 25 ნოემბრიდან კი უნდა გაგრძელებულიყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის ფილიალში.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1887-1918 წლებში ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ გიორგის ძე წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ვასილ გიორგის ძე წერეთელი გორის მაზრის სოფელ ქარელში არალეგალურად ცხოვრობდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.