ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50561

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სამსონ ყიფიანის წერილი „სამეგრელოსა და გურიის თავადაზნაურთადმი“.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დავით ერისთავს გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორის სტატუსი შეუჩერეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დასაბეჭდად მიიღო სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანის“ ორი ტომი თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლადო დიმიტრის ძე აღნიაშვილმა ქართველ მომღერალთა გუნდი დააარსა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს პეტრე ყონჩუაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ალექსანდრე მანსვეტაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ესტატე ელიაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ნიკოლაი დარსკი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“, რომელსაც ილია ჭავჭავაძე გამოსცემდა, ყოველთვიურ პოლიტიკურ და სალიტერატურო გაზეთად გადაკეთდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის საქალებო გიმნაზიისთვის ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანი“ თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში მანეთ-ნახევრად იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 იანვრის გაზეთ „დროების“ მეშვეობით დავით სუმბათაშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება 1885 წლის პირველ მაისს გაიმართებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს რაფიელ ერისთავმა ცხოველთა, მცენარეთა და მინერალთა ლექსიკონის 9 ეგზემპლარი სხვადასხვა სასწავლებელს შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ გორში, სოფრომ მგალობლიშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ თელავში, ივანე როსტომაშვილის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ ბათუმში, მოსე ნათაძის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს აკაკი წერეთლის მოთხრობა „სამგვარი სიყვარული“ თელავში, საზოგადოების დეპოში, წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ნიკოლოზ გამრეკელმა ქართლის ცხოვრებისა და ვახუშტის გეოგრაფიის ხელნაწერები იპოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს, ანდრია ღულაძის განცხადებით, ჟურნალ „ნობათის“ საფასური 4 მანეთი იქნებოდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის იანვარში ერმალოზ ჯაში ილორის სასოფლო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.