ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46077

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს დიმიტრი გიგინეიშვილმა გაზ. „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა უცნობ პირს, რომელმაც ჯურუყვეთის უფასო სამკითხველოსთვის 1901 წლის „მოამბე" და „ცნობის ფურცელი" შეუკვეთა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოფ. ჩოლურის სკოლის მასწავლებელმა დომენტი ჩხაიძემ გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ მოსამართლე მ. მ. მღვდლიშვილს ჟურნალ „ჯეჯილის" 10 წლის ნომრების სკოლისთვის შეწირვისთვის.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე ხრეითის წმ. გიორგის (ლოლაძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 28 სექტემბერს შეიქმნა კომიტეტი, რომლის წევრებიც იყვნენ: პ. ი. თუმანიშვილი, მიხეილ და იოსებ გედევანიშვილები, გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, გიორგი ლასხიშვილი, შალვა მიქელაძე, მიხეილ ქორელი, ივანე ზურაბიშვილი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი. კომიტეტს ქართული თეატრის აღსადგენი თანხების მოძიების დასაწყებად მეფის მოადგილისგან ნებართვა უნდა მიეღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს სტინდბერგის დრამა „მამა“ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „დ. ხაშური“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის გამოფენის კომიტეტს კავკასიის სამეურნეო გაზეთის რედაქტორმა ალექსანდრე ქალანთარმა თხოვნით მიმართა, კავკასიის გამოფენაზე მისთვის ბეჭდვითი სიტყვის განყოფილებაში დაეთმოთ ადგილი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 20 ივლისს ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე გაემგზავრა პეტერბურგში, საიდანაც მერე საზღვარგარეთ მიდიოდა იქაური ნავსადგურების სანახავად და მუშაობის გასაცნობად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მოსკოვის ეთნოგრაფიულ-ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრი, მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დიმიტრი არაყიშვილი ძველი სიმღერების შესაკრებად სოფელ ვაქირში ჩავიდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ზაქარია ფალიაშვილმა კახეთში იქაური სიმღერები გრომო-ფონოგრაფით გადაიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა ომიანობისგან დაზარალებულთა კომიტეტს თავის კლინიკაში დაჭრილებისთვის 3 საწოლი გამოყო და კიდევ 15 საწოლის გამოყოფას დაჰპირდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში გამართულ საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრებას ესწრებოდნენ თავად-აზნაურთა წინამძღოლი კოტე აფხაზი და თბილისის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 21 სექტემბერს სცენისმოყვარეები ბესარიონ მაისურაძე და ალექსანდრე ივანეს ძე თავდგირიძე ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „როგორ დაიღუპა ჩვენი წმიდათა წმიდა?“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოლომონ იასონის ძე ახვლედიანის ლექსი „სურათი ზღვის პირას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის სექტემბერში სანდრო შანშიაშვილის ფილოსოფიური წერილები გაზეთ „ხმა კახეთისაში“ იბეჭდებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს შიო დავიდოვმა დაწერა პიესა „ფარნაოზ არმაზელი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია „ახალი ქართული თეატრი“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 21 სექტემბერს ავლაბრის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის საზოგადო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს მსახიობები: მიხეილ აბაშიძე, გ. გოჩიტაშვილი, ალექსანდრე ნესტორის ძე კორძაია, თომა ზაქარიას ძე ნასიძე.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი თბილისის საქალებო გიმნაზიისა და პროგიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა მზურველი საზოგადოების კომიტეტის ხაზინადარი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 5 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მუმლაძის თხზულება „სიცოცხლე მწყურია!“...

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის 12 დეკემბრიდან პედაგოგი სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა მისწერა სამსონ ყიფიანს, რომ მისი თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ მოხსენდა გამგეობას და რადგან აღმოჩნდა, რომ მათგან ორი მესამედი ნაღდი ფულით იყო შესაძენი, გამგეობამ დაადგინა, სკოლისთვის გაეგზავნათ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები, რვეულები და დიდებულიძის არითმეტიკა, ასევე, 25 მანეთის ქვითარი. დანარჩენი წიგნები სკოლას ადგილზე უნდა შეეძინა ან შესასყიდი თანხა საზოგდოებისთვის გაეგზავნათ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მისი მოთხოვნისა და 18 სექტემბრის საზოგადოების წერილის თანახმად, 117 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები გაუგზავნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.