რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ მეორე ნაწილის შესწორებით დაბეჭდვა-გამოცემის შესახებ. წიგნის შესწორება მინდობილი ჰქონდა ლუარსაბ ბოცვაძეს (ოქმი N33 , 1917 წლის 10 ნოემბერს), რომელსაც თავისი შრომა უნდა ეჩვენებინა დავით კარიჭაშვილისთვის. წიგნი უკვე შესწორებული და დამზადებული იყო გამოსაცემად. გამგეობამ გადაწყვიტა, „დედაენის“ მეორე ნაწილი 40000 ცალი დაებეჭდა. კორექტორ ტერენტი წერეთელს მიენდო მისი ქაღალდის შოვნა. 1 ოზმა(ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდის ფასი არ უნდა ყოფილიყო 100 მანეთზე, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 4 მანეთზე მეტი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 აგვისტოს მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ ვ. გელოვანმა, წევრებმა: ილარიონ კოპალიანმა, კოწია ბერუჩაშვილმა, ი. გულბანმა და მდივანმა – ვ. მახარობლიძემ ყრილობის სახელით მიმართეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას, რომ ყრილობამ იმსჯელა მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის შესახებ და დაადგინა: მთავრობისგან მოითხოვოს მატერიალური პირობების გაუმჯობესება – დაუნიშნოს მათ 1000 მან. ჯამაგირი და გაუსწოროს მიუღებელი ხელფასები. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლები 1-ლი სექტემბრიდან გაფიცვას აპირებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ავალიშვილის რეცენზია შაფაქიძის „თვალსაჩინო გეომეტრიის“ შესახებ. განჩინების გადაწყვეტილებით, შაფაქიძის ,,თვალსაჩინო გეომეტრიას“ დაუბრუნებდნენ პატრონს სასწავლო კომიტეტში წარსადგენად, თუ ის უკანასკნელი მოიწონებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომას, მიიღებდნენ დაბეჭდვის გადაწყვეტილებას. ასევე განჩინების თანახმად, იოსებ ავალიშვილისთვის გამგეობას 200 თუმანი უნდა მიეცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის სტამბის კავშირთა გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება. ის „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების თითოეული ეგზემპლარის დაბეჭდვაში 12 მანეთს ითხოვდა. წიგნების გამოცემის საქმეს თევდორე კიკვაძე აწარმოებდა. მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ცალზე 9-10 მანეთი მიეცათ. თავდაპირველი გარიგების თანახმად, მას თითო წიგნზე 6 მან. ერგებოდა, მაგრამ შემდეგ ტირაჟი შეიცვალა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.
1946
ტიპი: მფლობელობა
1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.
1946
ტიპი: ღონისძიება
ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის გამგეობის თხოვნა 1918 წლის სასანიტარო-საეპიდემიო გადასახადის, 962 მანეთის, შეტანის შესახებ. გამგეობა მოთხოვნას დაეთანხმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გალაქტიონ ტაბიძის წინადადება მისი წიგნის 1900 ეგზემპლარის ნაღდ ფულზე შეძენის შესახებ, ცალი 16 მანეთად. წიგნი 26 მაისს უნდა გამოსულიყო გასაყიდად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის მიმართვა, ხელი შეეწყოს უნივერსიტეტის სასარგებლოდ შეწირულებათა შეკრების საქმეს. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხად წარმოადგინეს სამწიგნობრო სექციის დადგენილება პავლე ინგოროყვას მიერ საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონის 500-600 ცალად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო სამინისტროს სატოპოგრაფიო განყოფილების თხოვნა, გადასცემოდათ მათ გადასაწერად საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონი, რაც საჭირო იყო მათთვის 5 ვერსტიანი მასშტაბის რუქის გამოსაცემად. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების რწმუნებულ ალიოზ ბათმანაშვილის თხოვნა, დახმარება აღმოუჩინონ წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით რაბათის ბიბლიოთეკას და ქართულ სკოლას. ქართული სკოლის ოთხი განყოფილებისთვის ის ითხოვდა საჭირო სახელმძღვანელოებს, თითო განყოფილებისთვის 25 ცალს და ფულით დახმარებას 10000 მანეთამდე. გამგეობამ დაადგინა, რაბათის ბიბლიოთეკისთვის მიეცა დახმარება 300 მანეთი ფულად ან წიგნებით, როგორც ისურვებდნენ მთხოვნელები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყოფილი სტიპენდიატის, ვალერიან ახვლედიანის განცხადება დარჩენილი ვალის (1695 მანეთს) ნაწილ-ნაწილ, თვეში 50 მანეთის, გადახდის შესახებ. გამგეობამ ეს წინადადება მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზუბალაშვილის სახელობის ყოფილი სტიპენდიატის დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის (თურდოპირელი) თხოვნა, მისგან საკომისიოდ მიღებული წიგნების „გაწყვეტილი ზღაპრის“ ფასი ვალად ჩარიცხოდა. მისი ვალი შეადგენდა 1200 მანეთს, ხოლო მიღებული საკომისიო წიგნების ღირებულება – 800 მანეთს. გამგეობამ წინადადება მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი შიო მღვიმელის საბავშვო ლექსების გამოცემის შესახებ. სასკოლო სექციამ დაადგინა, რომ გამოიცეს შიო მღვიმელის ლექსები ოთხ წიგნად, იპოლიტე ვართაგავას წინადადების შესაბამისად. ავტორს 1200 მანეთი უნდა გადაეცეს ჰონორარის სახით. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის საკითხი განიხილეს. ვინაიდან, წერაქვში იმატა სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკებებმა და გახშირებული იყო გზაზე ძარცვა-გლეჯა, ქალი მასწავლებლის იქ წასვლა შეუძლებელი იყო. სექციამ საჭიროდ ჩათვალა, გადაეხედა გამგეობის დადგენილებისთვის ღიბრაძესთან დაკავშირებით. მისთვის უნდა მიეცათ ჯამაგირი სამოსწავლო წლის ბოლომდე, რადგან იგი აღდგომამდე, ე. ი. თითქმის წლის ¾ ნაყოფიერად მუშაობდა სკოლაში. მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ გამგეობა ღიბრაძეს მასწავლებლად ბორჩალოს სკოლაში დანიშნავდა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ წევრები: შ. დედაბრიშვილი, ვ. ბურჯანაძე, ი. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ს. იაშვილის წიგნის „ბუნების მეტყველების“ I ნაწილის მომატებული ფასიდან ჰონორარის მიცემის შესახებ და დაადგინეს, წიგნის ფასიდან (2 მანეთი) ნახევარი ჰონორარად მიეცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სამწერლობო სექციის დადგენილება რუსული ენიდან სათარგმნი მასალების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა დიმიტრი უზნაძის წინადადება, რომ საზოგადოებამ შეიძინოს მისგან საშუალო სკოლების სახელმძღვანელო „ახალი ისტორიის სახელმძღვანელო XVIII-XIX საუკუნეებიდან“ 5000 ცალი და გამოსცეს შემდეგი წიგნები: „ძველი აღმოსავლეთი“ (მე-3 გამოცემა), „ძველი საბერძნეთი“ (მე-2 გამოცემა), ძველი რომი“ (1-ლი გამოცემა), „საშუალო ისტორია“ (1-ლი გამოცემა). გამგეობამ პრინციპულად მისაღებად მიიჩნია დ. უზნაძის წინადადება და მიღებული წესების თანახმად, წინასწარ განსახილველად გადაუგზავნა სათანადო კომისიას და გადაწყვიტა, გაემართა ავტორთან მოლაპარაკება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლიხაურის განყოფილების შუამდგომლობა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებითა და ფულით დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა ოსმალოებმა გაანადგურეს. საზოგადოებამ დაადგინა, სამკითხველოს 500 მანეთის წიგნებით დახმარებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელის, მარიამ ღიბრაძის თხოვნა, წერაქვში შექმნილი საერთო მდგომარეობის გამო საზოგადოების რომელიმე სკოლაში თავისუფალ ადგილზე დაენიშნათ. გამგეობის ცნობით, თავისუფალი ადგილი იყო ბორჩალოს სკოლაში, სადაც იანვრიდან სწავლა არ წარმოებდა პედაგოგ აბდუშელიშვილის ავადმყოფობის გამო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მარიამ ღიბრაძე უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და მიეცათ მისთვის სალიკვიდაციო ერთი თვის ჯამაგირი.