ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51113

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ემიგრაციაში წასვლის წინ საქართველოს მთავრობამ ბათუმის ციხიდან სერგო ქავთარაძესთან ერთად რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შესთავაზეს, ბათუმში ხელში აეღოთ ძალაუფლება და მიეღოთ ზომები ქალაქიდან თურქეთის ჯარის განდევნისთვის.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლენინის მითითებით საქართველოს რევკომმა ნოე ჟორდანიასთან ბათუმში საგანგებო დელეგაცია გაგზავნა და მას საქართველოში დარჩენა შესთავაზა. ნოე ჟორდანიამ დელეგატების წინადადება არ მიიღო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. პირველი სექციის წევრებად აირჩიეს ტიმოფეევი, ვუჩინო, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ავქსენტი ნაკაშიძე, ოტო სიმონსონი და იოსებ იაკობის ძე ქუთათელაძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდში გაიხსნა ქალთა ორკლასიანი სკოლა, რომელსაც პრინცესა სალომე დავითის ასულმა მიურატმა 40 000 მანეთის ქონება შესწირა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს რეჯებ ნიჟარაძე, ჯემალ ქიქავა, ისქენდერ ცივაძე, ზია აბაშიძე და მემედ გოგიბერიძე ბათუმის მეჯლისის წევრები იყვნენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მემედ აბაშიძე ბათუმის მეჯლისის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლონდონში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა ჯორჯ კერზონს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აცნობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ლონდონში ბექირ სამი ბეისთან საუბარში ჯორჯ კერზონმა აღნიშნა, რომ აკაკი ჩხენკელი კავკასიური კონფედერაციის მომხრე იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ერიდებოდა ნაცნობებთან ღამის გათევას და სასტუმროში ჩერდებოდა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს იაკობ ფანცხავას თვალები აწუხებდა და ექიმ ტარსაიძესთან მკურნალობდა.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წელს იაკობ ფანცხავას ჰყავდა ბიძაშვილი, კალისტრატე ფანცხავა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავას სოფელში ვიზიტის შემდეგ ღამით მის ბიძაშვილ კალისტრატეს სოფლის მამასახლისმა, მისმა მწერალმა, ქუთაისის ბოქაულმა და ჟანდარმერიის ოფიცერმა მიაკითხეს დასაკითხად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოფელ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძესთან იაკობ ფანცხავას სტუმრობის შემდეგ ნიკოლაძეების მოურავი ბოქაულმა დაიბარა დასაკითხად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1893 წლებში სტუდენტობისას იაკობ ფანცხავა პოლიტიკური საქმიანობის გამო საფრთხეში აგდებდა ნაცნობ-ახლობლებს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლიდან ფოთიდან გასვლისას ყოველ ჯერზე ბოქაული იაკობ ფანცხავას ნაცნობ-მეგობრებთან არკვევდა სად, როდის და ვისთან მიდიოდა იგი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული ვალოდია ლორთქიფანიძე თბილისის სათავადაზანაურო გიმნაზიაში მუშაობდა მასწავლებლად.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს ვალოდია ლორთქიფანიძე გერმანიაში წავიდა სასწავლებლად.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტიდან გამოძევების შემდეგ, ვასილ წერეთელი საქართველოში გადმოიყვანეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ვასილ წერეთელი არასაიმედო პოლიტიკური საქმიანობის გამო ოდესის უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ჯერ კიდევ გიმნაზიაში ყოფნის პერიოდში, იაკობ ფანცხავა დაინტერესებული იყო საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებით.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და თანამემამულეებს ამხნევებდა აკაკი წერეთლის სიტყვებით: „ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს, არ ეთქმის ქვეყნის შვილიო“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს მოულოდნელად თავს დამტყდარი ომის გამო იაკობ ფანცხავა მეტად შეჭირვებულ ყოფაში იმყოფებოდა.

1929

ტიპი: სტატუსი

1929 წლიდან პენსიაზე გასვლის შემდგომ იაკობ ფანცხავა საშუალო შეძლების პირად ითვლებოდა ყოველდღიური საპენსიო თანხის გათვალისწინებით.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავა ფილოქსერას პარტიიდან წამოსვლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა მატერიალური პრობლემების გამო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-1897 წლებში ქალაქ ნიკოლაევში ბანკის ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში იაკობ ფანცხავას სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგის ოჯახში დიდი სიყვარულით იღებდნენ.