ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 დეკემბერს განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მდივანმა ვრცელი წერილობითი მოხსენება გააკეთა საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბეროშვილი.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წლიდან ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში მუშაობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის შემოდგომაზე გიორგი შარაშიძე და ნინო ქიქოძე საცხოვრებლად გადავიდნენ ჭიათურაში, სადაც ქალთა სკოლა დააარსეს.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს ქრისტინე შარაშიძე ჭიათურაში ცხოვრობდა და კერძო გაკვეთილებს ატარებდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში მშობლებს მისწერა, რომ მასთან წინა დღეს არნოლდ ჩიქობავა მივიდა ლექსიკონთან დაკავშირებით.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებს სწერდა, რომ 88 სალექსიკონო სიტყვის მიღებისთანავე აცნობა მათ ღია წერილით, ორი დღის წინ კიდევ მიიღო მამისაგან სიმღერა–გალობის ტერმინები და სხვა საინტერესო მასალა. სანამ არნოლდ ჩიქობავა საბოლოოდ არ შეამოწმებდა, სიტყვების რაოდენობა ვერ გაირკვეოდა.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 23 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში მშობლებს მისწერა, რომ მათ ლიზიკო ქიქოძის ქმრის, გიორგი აბულაძის ხელით ვრცელი წერილი გაუგზავნა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებისადმი მიწერილ წერილში დიდთოვლობის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძე თბილისიდან ბახვში მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ახსოვდა მამის დავალებები წიგნების შეძენის, ხელნაწერის საკითხებზე მოლაპარაკებისა და სხვათა შესახებ და მათ ნაწილ-ნაწილ შეასრულებდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 25 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში მშობლებს (გიორგი შარაშიძესა და ნინო ქიქოძეს) წერილი გაუგზავნა და მისწერა, რომ შალვა შარაშიძემ მათ გაუგზავნა ამ თვის პენსია და დაუმატა ის, რაც წინა თვეში დააკლო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება საგანგებო სასამართლოს ახალი წევრისა და ბრალმდებლის მოადგილის დანიშვნის შესახებ. დაადგინეს: საგანგებო სასამართლოს წევრად ქრისტეფორე რაჭველიშვილის მაგივრად დაინიშნოს ლაზარე შურღაია, ბრალმდებლის მოადგილედ – ჩხატარაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება საინგილოს სკოლების საჭიროებისთვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება შიო ჩიტაძის ობლებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ობლებს, თითოეულს, გაუზარდეს პენსია თვეში 25-დან 50 მანეთამდე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება; კანონპროექტი მთავრობის ოფიციალური ორგანოს „საქართველოს რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო შრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადება მისთვის მეორე თანაშემწედ ზაქარია მდივნის დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.

1942

ტიპი: ღონისძიება

1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძემ თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი „ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები“ საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში მუზეუმის თანამშრომელთა წინაშე წაიკითხა. მოხსენება ილუსტრირებული იყო იშვიათი წიგნების თავფურცლითა და შემკულობებით.

1945

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენისათვის ექსპონატების თავმოყრამ ქრისტინე შარაშიძეს საშუალება მისცა, დაედგინა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისა და განვითარების გზების უცნობი ფაქტები.