ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45884

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კახეთიდან დაბრუნებულმა აკაკი ჩხენკელმა ფართო აუდიტორიის წინაშე საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება მიმოიხილა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ბაქოში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო მინისტრის, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორის წერილი (სურათით) ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის განკარგულებით ვასილ ივანეს ძე კაჩალოვს და მის დასს თბილისში გადმოსაყვანად მეორე კლასის ერთი ვაგონი დაეთმოთ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვუკოლ ბერიძე განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით ლეჩხუმის მაზრის სოფ. სასაში მცხოვრებ ერმალოზ გლახოს ძე ონიანს 3000 მანეთის ოდენობით დახმარება გადაეცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილის წინადადებით მიიღეს დეკრეტი საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 მარტის დამფუძნებელი კრების სხდომაზე ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა წარადგინა დეკრეტი „მიგდებულ ბავშვთა თავშესაფრის“ დაარსების შესახებ. დეკრეტი უკამათოდ მიიღეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სტანისლავ პატეკისგან მიიღო ნოტა, რომ პოლონეთი მზად იყო ეცნო საქართველო როგორც დამოუკიდებელი „დეფაქტო“ რესპუბლიკა, იმ მომენტამდე, სანამ საზავო კონფერენცია არ ცნობდა ხალხთა სურვილთან შეთანხმებულ სტატუსს საქართველოს მიმართ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ უორდროპს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც გააპროტესტა ბათუმის პორტო- ფრანკოდ (თავისუფალი ეკონომიკური ზონა) გამოცხადება და აღნიშნა, რომ ეს იყო ბათუმის მოსახლეობის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და საქართველო ამ ფაქტს არასდროს შეეგუებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძემ მოქალაქეებს ვ. ლ. პუტილოვსა და აბაციევს საქართველოს საზღვრებში თავისუფალი შემოსვლა-გასვლისა და ცხოვრების ნება დართო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 მარტს სასახლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მომიტინგეები მთავრობისგან პრობლემის მოსაგვარებლად გაბედული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დამფუძნებელმა კრებამ ნიკო ნიკოლაძისგან შეიძინა სამკითხველო, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიტანეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ ახალციხიდან დეპეშა მიიღო, რომელშიც სოფელ შავშეთის წარმომადგენლები მთავრობას ჯარის გაგზავნისთვის მადლობას უხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე ართვინსა და არტანუჯში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში აჭარიდან ჩამოსული დელეგაცია შეხვდა აკაკი ჩხენკელს. მათ აჭარასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ თემთა პალატის თავმჯდომარისგან მიღებული დეპეშა წაიკითხა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ტასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და შალვა დადიანის შემადგენლობით ქართული დასი თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ეკატერინოდარიდან მიიღო დეპეშა, რომელშიც გორში მომხდარი მიწისძვრის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.