ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45897

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 11 იანვარს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ნოე რამიშვილის განცხადება მისი სამხედრო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დამცველ საზოგადოებას დროებით და უფასოდ დაუთმეს ყოფილი საბაღოსნო სკოლის ორი შენობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვრის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ აკაკი ჩხენკელთან საუბარი გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან ევროპის დამოკიდებულების საკითხს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში სულ უფრო რწმუნდებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან და ოლქის სასამართლოს პროკურორ კანდელაკთან ერთად თბილისის მეორე ციხე დაათვალიერა. მან პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები პატიმრებისგან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა ყრილობა, რომელზეც 120-მდე დელეგატი გამოცხადდა. ყრილობას განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი დაესწრო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორმა სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკების გამო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვს თბილისში ჩამოსვლის თხოვნის დეპეშა გაუგზავნა საერთო კონფერენციის მოწვევამდე შექმნილი მდგომარეობის გამო სათათბიროდ. გეგეჭკორმა მსგავსი შინაარსის დეპეშა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფათალი ხან ხოისკისაც გაუგზავნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისის სანიტარული ექიმის, ვალერიან ლორთქიფანიძის გადმოცემით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში შავმა სახადმა („სიპნოი ტიფმა“) ქალაქში საშინელი სახე მიიღო. დღეში დაავადების 10-12-მდე შემთხვევა აღინიშნებოდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის პირველი საკომერციო სასწავლებლის მზრუნველ კომიტეტში სახალხო განათლების წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორთან ერთად სასამართლო უწყების დაწესებულებები დაიარა და გეგეჭკორი სასამართლო მოხელეებს გააცნო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში რაჟდენ არსენიძე იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სვანეთის მდგომარეობის გამოსასწორებლად სტრატეგიის შეიმუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ, ადმინისტრაციის დირექტორმა ს. გეგელაშვილმა, ზემო სვანეთის კომისარმა ეგნეტე გაბლიანმა, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარემ მ. მიქიაშვილმა და ლანჩხუთის ერობის გამგეობის წევრმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა დაბანაკებული ჯარის ნაწილები მოიარა. ჯარმა, რომლის მეთაური იყო ალექსანდრე გედევანიშვილი, მარშით ჩაიარა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 დეკემბერს გადახდილ პანაშვიდს დაესწრნენ სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, სამხედრო სამინისტროს წარმომადგენლები და სხვ. ლეონიდე ოქროპირიძის სიტყვის შემდეგ სამხედრო მინისტრმა შეკრებილებს მიმართა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე. ღონისძიებას დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წევრები, ასევე თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 28 დეკემბერს გორში, ადგილობრივ კლუბში სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრმა ქრისტეფორე რაჭველიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ევროპა და საქართველო“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის სასარგებლოდ გაიმართა დილა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: დუტუ მეგრელმა, აკაკი პაპავამ, სიკო ფაშალიშვილმა, გალაკტიონ ტაბიძემ, კონსტანტინე ჭიჭინაძემ და სხვებმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 დეკემბერს დიდუბის ეკლესიაში კიტა გიორგის ძე აბაშიძის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს გორის საკრებულო დარბაზში გაიამრთა საღამო იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 დეკემბერს თბილისში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი გერმანიაში აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აკაკი ჩხენკელი საქართველოს წარმომადგენელი იყო გერმანიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 26 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რაიშვილმა ყველა სამაზრო ერობას დაუგზავნა ცირკულარი, რათა გაეცათ განკარგულება, რომ სამაზრო ადმინისტრაციას ჯარში გასაწვევი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გასასვლელი მოწმობები არ მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სახაზინო თეატრში დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაიდგა.