ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47856

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიაშვილი (ტურიევი) თბილისის სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეხუთე ნაწილი.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თომა ტურიევი ლაზარე ტურიევის ძმა იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარე მღვდელ ლაზარე ტურაშვილისთვის საზოგადოებაზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის მხოლოდ იმ საქმეში იყო თავგამოდებული სადაც პირად სარგებელს ხედავდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 18 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის სამღვდელოების ყრილობის თავმჯდომარეს მღვდელ ლაზარე ტურაშვილს მმართველობაში მისი ძმა თომა ტურაშვილი ეხმარებოდა, თუმცა მათმა ერთობლივმა მმართველობამ ვერაფერი სიკეთე ვერ მოუტანა თელავის საზოგადოებასა და სასულიერო სასწავლებელს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 13 აგვისტოს რუსებსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც დაიჭრა გენერალ-ლეიტენანტი ზაქარია ჭავჭავაძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეოთხე ნაწილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში მოღვაწე სასულიერო პირმა სოლომონ ფირანოვმა სარჩელი შეიტანა ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც შეურაცხყოფასა და ეკლესიაში ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ხელის შეშლაში სდებდა ბრალს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 აგვისტოს გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თავადმა ალექსანდრე ვახვახიშვილმა თელავის მოსახლეობის სახელით ეკლესიის მოძღვარ სოლომონ ფირანოვს ერთ-ერთი მოსახლის ბავშვის ნათლობის დროს ჰკითხა თუ რატომ აქამდე არ ჰქონდათ გაკეთებული ეკლესიისთვის კანკელი, რომლის თანხა კარგა ხანია მიიღეს მოსახლეობისგან. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მღვდელმა ალექსანდრე ვახვახიშვილს მომრიგებელ მოსამართლესთან უჩივლა და მოწმეებად მღვდელი დიმიტრი ხარიტოვი და დიაკვანი ივანე მაისურაძე წარადგინა, თუმცა მოსამართლემ ალექსანდრე ვახვახიშვილი გაამართლა, რადგან მას კითხვის დასმით არც შეურაცხყოფა მიუყენებია მღვდლისთვის და არც ნათლობის რიტუალის ჩატარებაში შეუშლია ხელი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ჭანეთის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ტაოს-კარის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ანგარიში.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია ლივანასა და კლარჯეთზე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერის „მგზავრის წერილები სვანეთზე“ მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“ ქობულეთის შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია „დიდოელების არეულობა და კახეთი“ დაიბეჭდა, რომლის მიხედვით, 1877 წლის 8 ივნისს გენერალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა დიდოელების წინააღმდეგ შეკრებილ ჯარს სიტყვით მიმართა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 7 ივნისს სოფელ ენისელში ჩავიდა გენერალი რევაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც დიდოელებთან დასაპირისპირებლად ადგილობრივებისგან შეკრიბა 300 კაციანი ჯარი, გარდა ამისა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისი ზარბაზნებით ენისელში მიდიოდა. ჯარის წინამძღოლად გენერალმა პოდპოლკოვნიკი გიორგი ჯორჯაძე დანიშნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კოტე სანინელის ჩანაწერი „მგზავრის წერილები სვანეთზე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ მამასახლისები კანონით აკრძალვის მიუხედავად ფიზიკურად უსწორდებოდნენ გლეხებს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თელავის მაზრის მამასახლისმა მათრახით სცემა ერთი ღარიბი გლეხი, რომელსაც ჯარში წასასვლელად თოფი არ ჰქონდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 7 ივლისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ როდესაც ჯარის შესაკრებად ხალხს ითხოვდა მთავრობა, თელავის მაზრის მამასახლისი უმეტესად იმ კაცებს გზავნიდა, რომლების ჯავრიც სჭირდა.